გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
წარწერა

კალამი არასდროს ყოფილა ასეთი ინდიგო

ერთი ასეთი საკულტო ეპიზოდი უნდა გაგახსენოთ მარტინ სკორსეზეს 2013 წლის ფილმიდან "უოლსტრიტელი მგელი": უოლსტრიტელი ბროკერი, ჯორდან ბელფორტი კაფეში ზის მეგობრებთან ერთად, ჭამენ და კამათობენ ფულზე, ბევრ ფულზე, გამდიდრებაზე, გამდიდრების სურვილზე. ამ დროს ბელფორტი თავის მეგობარს კალამს უწვდის, აჰა, თუ მაგარი ბიჭი ხარ, ეს კალამი მოგვყიდეო. მეგობარი კალამს ართმევს და ბელფორტს ეუბნება:

- მოაწერე ხელი მაგ ხელსაწმენდზე.

- კალამი არ მაქვს და როგორ!

- აი, ზუსტად! როცა რაღაცის გაყიდვა გინდა, ჯერ ამ რაღაცის საჭიროება უნდა შექმნა.

და იცინიან.

ამ სპეცპროექტისთვის ქართულ სარეკლამო კამპანიებს ჩვენც ბელფორტისთანა დავალება მივეცით: სცადეთ და მოგვყიდეთ კალამი. - მაშინ, როდესაც სარეკლამო სექტორს აღმავლობის ხანა უდგას, ორმაგად საინტერესოა, რას შექმნიან სარეკლამო კომპანიებში, თუ მათ არ დავუწესებთ ცენზურას, მკაცრ მოთხოვნებს და კრეატიულ შეზღუდვებს; თუ მივცემთ შესაძლებლობას, პრეტენზიული მითითებების და დამკვეთის კაპრიზების გარეშე გამოხატონ საკუთარი თავი.

ინდიგოს ექსპერიმენტში მხოლოდ ოთხი სარეკლამო კომპანია ჩაერთო: HOLMES&WATSON, FILM ASYLUM, SIBLER FILMS, LEAVINGSTONE. სხვებმა კი ან ვერ მოახერხეს, ან დაიკიდეს, ან გვითხრეს, რომ "მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა მათი პრიორიტეტი არ არის". ჰოდა, ვინც არ დაიკიდა და შეუზღუდავ კრეატივს გასაქანი მისცა, ახლა თქვენ წინაშეა.  

მაშ ასე - კალმის პრინტები ქართველი "კრეატივშიკებისგან" - მხოლოდ თქვენთვის.  

P.შ. თუ ამ იდეით მოიხიბლეთ, აიღეთ კალამი და ჩაიწერეთ ჩემი ნომერი, გიკარნახებთ. რა? კალამი არ გაქვთ? ოჰო, აქამდე გეთქვათ. სწორედ ამაზე მინდოდა თქვენთან საუბარი...



loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა