გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
კითხვისა და კერამიკის წრე მოზარდებისთვის

კითხვისა და კერამიკის წრე მოზარდებისთვის

*ეარი* გიწვევთ პედაგოგისა და კერამიკოსის, ლია მახარობლიშვილის კითხვისა და კერამიკის წრეზე 8-დან 13 წლამდე მოზარდებისთვის.

*თანამედროვე ციფრულ სამყაროში, სადაც ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის ხელმისაწვდომია უამრავი საინფორმაციო წყარო და წიგნისა და ბეჭდური ლიტერატურისადმი ინტერესი შესუსტებულია, მშობლების, პედაგოგებისა და, ზოგადად, საზოგადოების წინაშე გაჩნდა კითხვა - ხომ არ კარგავს ლიტერატურული შინაარსები მნიშვნელობას? ამ გამოწვევის საპასუხოდ საჭირო გახდა ახალი საშუალებებისა და ფორმების ძიება, რომლებიც ბავშვებსა და მოზარდებში კითხვისადმი ინტერესს გააჩენს და დაეხმარება მათ კრიტიკული აზროვნების განვითარებაში.* 

ერთ-ერთი ასეთი ფორმა ჩვენი კურსია. 

კურსი 2 ნაწილისგან შედგება:

1) ლიტერატურულ ნაწარმოებზე მუშაობადა;
2) ნაწარმოების გააზრება, გადმოცემა; კერამიკის ფიგურებზე მუშაობა, აპლიკაცია, მუსიკა და ა.შ.

შეხვედრებზე ავირჩევთ ნაწარმოებს, რომლის წაკითხვისა და გააზრების პროცესი ინტერაქციული იქნება. გამოვიყენებთ ვიზუალურ მასალასაც, მაგალითად: ფილმებს, მულტიპლიკაციას, მუსიკას, ილუსტრაციებს და სხვა.

კურსის ხანგრძლივობაა: 13 აპრილიდან 30 ივნისამდე, 13 შეხვედრა.

შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, კვირას, 12 საათზე.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა