გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ლაპარაკობს ბანერი | თამთა ჩხაიძის ფოტოამბავი

როცა გგონია, რომ ვერ გხედავენ, შენი ხმა ისმის, იძულებული ხარ, გამოხვიდე სახლიდან, დროზე ადრე დატოვო ოფისი, გადადო მნიშვნელოვანი ზარი, საყვარელი კაფეს ნაცვლად, მეგობრებს უსიტყვოდ შეუთანხმდე, რომ არც ისე საყვარელი შენობის წინ შეხვდებით. უნდა აიღო ფერადი სასტვენი, რომელიც გასული წლიდან შემოგრჩა და გჯერა, რომ გამარჯვებას წელსაც მოგიტანს. არ უნდა დაგრჩეს აირწინაღი და სათვალე, რთულ მომენტებშიც რომ შეძლო სუნთქვა და სხვების დანახვა. 

ქუჩაში გასვლამდე საკუთარ თავს სარკეშიც შეავლე თვალი, ხომ ნამდვილად კომფორტულად გაცვია, ვინ იცის, როდის დაბრუნდები. მერე ჩაეჭიდე დროშას, აიღე საპროტესტო ბანერი და გადი გარეთ.

გარეთ იგრძნობ ბრაზს და სიმშვიდეს, იმედს და იმედგაცრუებას, წარმოუდგენელ ძალას და სისუსტეს მუხლებში. გაგეცინება და აგეტირება. წახვალ მარტო და შეხვდები ყველას.

თვე-ნახევრის წინ რუსთაველის გამზირზე დაწყებული პროტესტი მალე იქცა ხალხის მდინარედ, მოიცვა სხვა ქუჩები და ქალაქები, გადაკეტა გზები და ხიდები.

როცა ხელისუფლებას ხელისუფლების წყაროსი აღარ ესმის, წყარო ცდილობს, სათქმელი უფრო ხმამაღლა, უფრო ჯიუტად, უფრო დიდხანს გამოხატოს.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა