გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ლექსები ბელადზე | კითხულობს გიორგი წერეთელი

ნეტავი იმ მახარობელს,
შენი შობა ვინც ახარა,
ვინც პირველმა ამ ამბისთვის, 
პირზე ვარდი მიაყარა.

გორის გორაკებს, გორის ქუჩებს და გორის ბაღებს შენი ბავშვობის ნაფეხური ისევ ატყვიათ, თითქოს ეს გული მოფართქალე ჩიტის ბარტყია, როცა ვუცქერი შენი ქოხის ღარიბულ თაღებს. პატარა ქოხი დიდია, გორის ციხესთან ნაგები ერთმანეთს გადაჰხვევიან ეს ძველი ამხანაგები. ორივეს ქებას უმღერის ლიახვი დაუშრობელი... პატარა გორი დიდია - დიდი სტალინის მშობელი. 

ჩაუქრობელი შარავანდი ირგვლივ გარტყია, მშრომელი ხალხი აამაღლა შენმა ქარტიამ, გამარჯვებული აფრიალებს დღეს ბაირაღებს. 
ჩვენს ქოხებში, ჩვენს მინდვრებში იზრდებოდი გმირთა დარად, დედამიწის სამკაულად ჩაგრულ ხალხთან წინამძღვარად!
ვისაც უძღვის წინ ყორანი მას წყვდიადი ელის ბნელი; ვისაც უძღვის მზის არწივი მზე არა აქვს საძებნელი;
ვისიც გული რკინისაა არ ექნება ყელზე წნელი, ვინც შენს დროშას აფრიალებს, მუდამ არის უძლეველი...
ქუხილს ელვა წინ უძღვება და შენს სახელს - სიმხნე დიდი;
ზღვის ძირამდე ფეხი გასდგი მზის პირამდე დროშას შლიდი!
სარკინე ხარ შეუვალი ვაჟკაცობის მაგალითი;
მაგ სიმაგრის შემყურეთა არც ერთი მტრის არ გვაქვს რიდი!...


გამოყენებული ლექსები:
რაჟდენ გვეტაძე
"პრომეთეს ცეცხლი
"გიორგი ლეონიძე
"სიმღერა ბელადზე"
ირაკლი აბაშიძე
"პატარა გორი დიდია"

პროექტი #45 ინდიგოდან ძველი და ახალი გმირები
მოწვეული რედაქტორი: გიორგი მაისურაძე 
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა