გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ლიფაანალ

მაინც ვიტოვებთ შანსს, რომ სული არსებობს. სულებიც გრძნობენ იქაურ ცხოვრებასაც, აქაურსაც და ამ ორ ცხოვრებას შორის დამაკავშირებელი რიტუალია. ყველა ოჯახი, მითუმეტეს თუ ამ ოჯახში ვინმე ახალგაზრდა ან ბავშვია გარდაცვლილი, ფიქრობენ, რომ ეს მიცვალებულთა სულები მოდიან ოჯახში და მაქსიმალურად ცდილობენ ისე მოიქცნენ, ისეთი სუფრა გაუშალონ ვითომ, ნამდვილად ეწვია. შემოსვლის შემდეგ სანთლები დანთებული ხვდებათ, მამაკაცები ჩამწკრივებული უფროს-უმცროსობის მიხედვით, გვერდით ქალბატონები.

წესად იყო, დღესაც ესეა, ქალბატონები უნდა ჩაცუცქდნენ. მახვში ანუ უფროსი მამაკაცი იწყებს მიცვალებულთა ჩამოთვლას. პირველ რიგში, ოჯახის მიცვალებულებს ჩამოთვლის, ვინც ახსოვს. შემდეგ ახლობლების მიცვალებულებს, განსაკუთრებულად ცდილობდა მამაჩემი იმ მიცვალებულების ხსენებას, ვისაც არ ჰყავდა ჭიქის გადამქცევი. ეს ჩაფიქრებული იყო, რომ სულებმაც უნდა შეჭამონ და მიირთვან, რაღაც პერიოდს აცლიდნენ და შემდეგ სხდებოდნენ სუფრასთან.

მთელი ამ კვირის განმავლობაში სუფრა მუდმივად იდგა და ხდებოდა მისი განახლება. თუ ვინმეს პატარა ბავშვი ან ბავშვები აკლდა, იმათთვის სპეციალურად ღუმელთან ახლოს პატარა ტაბლა იდგმებოდა და იმ ტაბლაზე რძეს და სათამაშოებს დებდნენ იმ პატარა ბავშვების საპატივცემულოდ. შაბათს საღამოს ისინი მიდიან ლალხორში. ლალხორი არის თავყრილობა, სადაც მთელი სოფლის სულები ერთად იყრიდნენ თავს და კვირა საღამოს ბრუნდებოდნენ ოჯახში. მობრუნებულ სულებს აუცილებლად ცხელი ფაფით უმასპინძლებოდა ყველა. ორშაბათს გაცილება ხდებოდა გათენებამდე ანუ ხუთ საათზე დგებოდა და ეხლაც დგება დედაჩემი, 85 წლის ქალბატონია და ამ რიტუალს სულ ის აკეთებდა. დილაუთენია გამოაცხობდა სხვადასხვა საჭმელებს და მათ შორის ცხუნილს ვეძახით, რომელიც არის ძალიან თხელი ლავაში და ზედ დაკრული ჭყინტი ყველი პატარა მარილში აზელილი. ჩემშიც არის ის გრძნობა, რომ მე ეს ტრადიცია აუცილებლად უნდა შევასრულო, რომ არ ვაწყენინო ჩემი მიცვალებულების სულები.

ვიდეოში გამოყენებულია ილუსტრაცია წიგნიდან "ემილ ლევიეს მიგზაურობა საქართველოში"

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა