გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

"მაღლივმშენი" კარკასულ-პანელოვანი ქარხანა

ავჭალა. თბილისი.  აშენდა 1964 წელს.

ქარხნის ფართობი 63271 კვადრატული მეტრია, შედგება 39 ნაგებობისგან.  არქიტექტორი უცნობია.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ქალაქის მოსახლეობა სწრაფად იზრდება. Თბილისის განაპირას ახალი უბნები, „საძილე რაიონები“ ჩნდება.“მაღლივმშენი” ერთადერთი ქარხანა იყო საქართველოში, რომელიც კორპუსებისთვის სამშენებლო პანელებს აწარმოებდა. ვაზისუბნის, ვარკეთილის, გლდანის, მუხიანის მაღლივი კორპუსები ამ პანელებითაა ნაშენი.

Საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ „მაღლივმშენი“ დაიხურა. ქარხანა გაიყიდა. დროთა განმავლობაში იქ რამდენიმე საწარმო გაჩნდა. დღეს ქარხანაშია ბლოკის ცეხი, ჯართის გადამამუშავებელი, ლურსმნის, მავთულის, არმატურისა და ბეტონში ჩასაყოლებელი სამშენებლო ბადეების საწარმოები. საბჭოთადროინდელი ამწეებით ტვირთს დღემდე ეზიდებიან.

Შენობის არქიტექტურა შენარჩუნებულია. ქარხნის ძველ სასადილო შენობაში უკვე ოცდაშვიდი წელია აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები ცხოვრობენ.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა