მარსის შურისძიება
იოგოს ლანთიმოსი „ლობსტერის“ დისტოპიური სამყაროს შემდეგ, ახალ ფილმს – „წმინდა ირმის მკვლელობას“ გვთავაზობს. ეს არის ანტიკური ტრაგედიის რეპრეზენტაცია თანამედროვე ამერიკულ რეალობაში, ერთგვარი მისტიკური ჰორორი. ბოლო პერიოდის თანამედროვე ევროპულ კინოში ლანთიმოსი თავის „მონათესავე“ შვედ რეჟისორთან, რუბენ ოსტლუნდთან ერთად საკმაოდ მნიშვნელოვან ტენდენციას ქმნის. ისინი იკვლევენ ადამიანებს და ცდილობენ, ფილმებში შექმნან ისეთი მოცემულობები, რომლებიც სააზროვნო სივრცეს გახსნის. ძალიან საინტერესო პარალელის გავლება შეიძლება ლანთიმოსის „წმინდა ირმის მკვლელობასა“ და ოსტლუნდის „ფორსმაჟორს“ შორის. ორივეგან ყურადღების სრული კონცენტრირება ხდება ოჯახზე, ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაზე, თვითგადარჩენასა და სინდისის ქენჯნაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ინტერპრეტაციის ის ფართო ველია, რომელიც მორალურად სწორის, არასწორის და ზოგადად მორალის მნიშვნელობას შლის.
ფილმში მოქმედება მაღალი წრის ექიმების ოჯახში ვითარდება, რომელშიც, ოჯახის დიასახლისის თქმით, ყველას ლამაზი თმა აქვს, ყველა ლამაზია და თითქოს სწორედ ამ ს