მე არ... | მაიკლ პალმერი
06.03.2021ახლა მაინც შემიძლია, გავაგრძელო შენ გარშემო ჩემი მკლავის ან მკლავების შემოხვევა და ნელა მოგაწვე;
შემიძლია, გაკოცო ნაზად ტუჩებში; მერე კისრის მარცხენა მხარეს; თამაში ისევ გრძელდება
არ შემიძლია მოგიყვე ნუშისთვალებიან სახეზე, ქვის გემზე, რომელსაც აფრად ენა ჰქონდა.
და არც ის, რომ ამ ვარდს ოცდაოთხი ფურცელი ჰქონდა, და ერთი ცოტა დაზიანებული იყო.
არ შემიძლია გითხრა, როგორ დავაფშვენი ეს ვარდი ჩემს მაგიდას.
არ შემიძლია გავიგო ვარდის სახელი. თამაში ისევ გრძელდება
შენ გამიგებ, რატომ არ მოგწერე არც ერთი წერილი და რატომ დარჩა ყველა შენი წერილი წაუკითხავი
არ ვიცი, როგორ გამოვხატო, რომ ეს ნახატი არაფრის შესახებ მირჩევნია იმ ნახატს ყველაფრის შესახებ
კადრები: lu is cool / aesthetic flowers blooming
ფრაგმენტები მაიკლ პალმერის ლექსიდან “მე არ...”