გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მოკლე ფილოსოფიური კურსი | 15-17 წლის თინეიჯერებისთვის


„ინდიგოს სახელოსნოები მოზარდებისთვის“ არაფორმალური განათლების ახალი პლატფორმაა, სადაც ინდიგოს ავტორები - ფილოსოფოსები, ხელოვანები, მწერლები, მკვლევრები სპეციალურ სასწავლო კურსს ქმნიან თინეიჯერებისთვის.

2023 წლის ივნისის თვეში ვიწვევთ მოზარდებს, რომლებსაც ფილოსოფია აინტერესებთ.


კურსის დასახელება:
საზოგადოების გავლენა ინდივიდზე და ადამიანის თავისუფლება.

კურსის აღწერა:  კურსის მსვლელობისას მონაწილეები გაეცნობიან ისეთ ფილოსოფიურ კონცეფციებს, როგორიცაა ყოფიერება, საკუთრიობა და არასაკუთრიობა, ადამიანის დროითობა, ეთიკა, თავისუფლება და სხვა. ეს იდეები ასევე განიხილება მხატვრული ლიტერატურისა და ფილმების მაგალითებზე, რაც მონაწილეებს ფილოსოფიასა და ხელოვნების სხვადასხვა დარგებს შორის არსებულ მჭიდრო კავშირზე შეუქმნის წარმოდგენას.

ხანგრძლივობა: 1 თვე (2023 წლის ივნისი), კვირაში 1 შეხვედრა

 

განსახილველი საკითხები:

ჰაიდეგერი, სოკრატე და სტოიკოსები

  • საკუთრიობისა და არასაკუთრიობის ჰაიდეგერისეული გაგება;
  • ფილოსოფოსის სოკრატესეული და სტოიკური გაგება.

ჰემინგუეის ნაწარმოები: ფრენსის მაკომბერის ხანმოკლე ბედნიერი ცხოვრება

  • გაბედულება, შიში და მორალურობა;
  • ადამიანი, როგორც შესაძლებლობა.

რობერტ მუზილის შაშვი

  • ურთიერთობა ადამიანსა და საზოგადოებას შორის;
  • თავისუფლება.

მებრძოლთა კლუბი

  • კონსუმერიზმი და თანამედროვე სამყარო;
  • კაპიტალიზმი და ანარქია;
  • ცხოვრების საზრისი.

 

კურსის მიზნები:

  • ფილოსოფიასა და ლიტერატურას შორის ურთიერთობის გაგება;
  • ლიტერატურული ტექსტებისა თუ ფილმების კრიტიკული გააზრება ფილოსოფიური პერსპექტივიდან;
  • ზოგიერთი მნიშვნელოვანი ფილოსოფიური კონცეფციის გაანალიზება;
  • კრიტიკული აზროვნებისა და ანალიტიკური უნარების განვითარება.


კურსს გაუძღვებიან ფილოსოფოსი, ლევან ღამბაშიძე და ფილოსოფიის ბაკალავრის სტუდენტი, თინათინ ნავროზაშვილი

რეგისტრაცია: მონაწილეობა შეუძლიათ 15-17 წლის ახალგაზრდებს. მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა 2023 წლის 31 მაისამდე. მონაწილეობისთვის შეირჩევა ის 15 მონაწილე, რომელიც პირველი დარეგისტრირდება. ადგილების შევსების შემდეგ შეწყდება განაცხადების მიღება.

კურსის ღირებულება: 250 ლარი.

სესიები ჩატარდება ინდიგოს რედაქციაში. მისამართი: იაკობ გოგებაშვილის ქ. 38

საკონტაქტო ინფორმაცია: info@indigo.com.ge

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა