გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მთლიანობის ფრაგმენტებში | მიხეილ ქურდაძის ფოტოსერია

ესაა ღრმად პერსონალური და კონცეპტუალური ფოტოსერია - ასახავს ჩემი ბავშვობის მოგონებებში მოგზაურობასა და ამ მოგონებების ყოველდღიურობაზე მუდმივ გავლენას. მცდელობაა, გამოვხატო ბავშვობის ამბივალენტური ემოციები, შერეული აღელვება და შიში, რომელიც ტბის პირას ოჯახთან ერთად ყოფნისას განვიცადე და მახსოვს.

ზრდასრულს, დრო კვლავაც საფრთხითა და მღელვარებით მაგონდება - ანარეკლია იმის, რაც ხშირად, ბავშვისთვის ნორმად ითვლება ხოლმე. ყველაფერი ასე მარტივი ნამდვილად არაა: სოციალურ მეცნიერებებში ჩემეული გამოცდილება (დისოციაციურ თავდაცვის მექანიზმებთან უწყვეტი ურთიერთქმედების შესახებ) მინიშნებას უფრო განამტკიცებს.

ეს სერია, იმის მიუხედავად, რომ ჰარმონიული და თანმიმდევრულია, მიზანმიმართულად ფარავს უფრო დიდ სურათს - ჩემი გამოცდილებაა რორშახის ტესტთან, როცა აღმოვაჩინე, რომ ცალკეულ დეტალებზე უფრო მეტ ყურადღებას ვამახვილებ, ვიდრე სურათის მთლიანობაზე.

ეს მიმართება სინთეზის კლინიკურ ცნებას ეხმიანება - ერთგვარი გამოწვევაა, აღვიქვა ცალკეული დეტალები შეკრულ მთლიანობაში. ​

ფოტოსერია ცხოვრების სირთულეებს, ემოციებსა და მოგონებებს ასახავს. თითოეული, ნათლად იზოლირებული, ცხოვრების უფრო ფართო, კომპლექსური და ცოტა ბუნდოვანი ისტორიის ამოცნობაში მეხმარება. ჩემი პირადი მოგზაურობის მეტაფორაა:

გამოცდილების ფრაგმენტების შერწყმას საკუთარი არსებობის სრული სურათის შექმნა შეუძლია.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა