ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მუსიკალურ პროექტ Tbilisi Newcomers-ზე განაცხადების მიღება დაიწყო!



ყოველწლიური მუსიკალური პროექტი, Tbilisi Newcomers-ზე განაცხადების მიღება დაიწყო!

Tbilisi Newcomers საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალთან, Tbilisi Open Air-თან ერთად დაიწყო 2009 წელს. პროექტის მიზანია ახალბედა ბენდების და მუსიკოსების, ასევე ახალი მუსიკალური პროექტების წახალისება და ხელის შეწყობა. Tbilisi Newcomers-ის გამარჯვებული ყოველთვის ხვდება კავკასიის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალის მთავარ სცენაზე.

2022 წელს, Tbilisi Newcomers, Tbilisi Open Air-თან ერთად კიდევ ერთი ფესტივალი, ROKVA უჭერს მხარს. წლევანდელ გამარჯვებულ პროექტს სცენას ორი მუსიკალური ფესტივალი წელს პირველად დაუთმობს.

2022 წლის Tbilisi Newcomers-ში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ბმულზე: https://bit.ly/38diZnW.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 24 მაისი, 18:00 საათი.

Tbilisi Newcomers არ აქვს ჟანრობრივი შეზღუდვა და მონაწილეობის მიღება ნებისმიერ, გამოუქვეყნებელ მუსიკალურ პროექტს შეუძლია.


პროექტი მოიცავს 3 ეტაპს:

ნამუშევრების მიღება — 24 მაისამდე (3 გამოუქვეყნებელი საავტორო ნამუშევარი)

Showcase — 28 - 29 მაისი (შერჩეული პროექტების ცოცხალი შესრულების დახურული მოსმენა)

ფინალური Live კონცერტი — Best Newcomer 2022-ის დასახელება (თარიღი დაანონსდება უახლოეს დღეებში).

Tbilisi Newcomers-ის გამარჯვებული სხვადასხვა წელს გახდნენ ისეთი ჯგუფები, როგორიცაა: Moku Moku, LOUDspeakers, Bedford Falls, Lua, Killages…

ფესტივალი Tbilisi Open Air 24, 25 და 26 ივნისს, უცვლელ მისამართზე, Lisi Wonderland-ში გაიმართება.

წლევანდელი ჰედლაინერები არიან: alt-J, Okean Elzy, Cigarettes After Sex, Rhye, Molchat Doma, Ajja, Acid Pauli, Robag Wruhme, Konstantin, Bedford Falls, Konoba...