მზეც კი სხვისია აქ | წერილები აფხაზეთიდან
30.11.2025ᯓ წერილები აფხაზეთიდან ᯓ ჩვენი ჯერ ნაცნობებისაგან, ბოლოს კი უკვე მეგობრებისგან მიღებული გზავნილებია - ზოგი ტექსტად, ზოგიც სტატიკურ ან მოძრავ გამოსახულებებად.
წერილებს აფხაზეთიდან გვიგზავნიან იმწუთიერი განცდებისა და ფიქრების აღსაწერად, რადგან დიდ სურათში არც თავად იციან, დარჩებიან თუ წავლენ; იპოვიან სიმყუდროვეს მკაცრად შემოღობილ ედემში, თუ შვილებისა და საკუთარი სიმშვიდის, კეთილდღეობის საძებნელად გახსნილ სამყაროში მოიწყობენ ახალ სახლს.
ამ წერილებსაც უსახელოდ ვაქვეყნებთ, ზედმეტი თავსატეხებისაგან თავის ასარიდებლად.