გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #პროფესია

ნივთებით თამაში | სოფო გონგლიაშვილი

ყოველი სირთულის ან სიხარულის შემდეგ, ყოველთვის იბადებოდა ახალი იდეები და ახალი კოლექციები. დავიწყე ამის კეთება და ჩემს იდეებს პატარა ზომის ნივთებში ვერ ვატევდი.
მივხვდი, რომ ცოტა უნდა გამეზარდა ეს ყველაფერი და გაჩნდა ასეთი მასიური ბეჭდები. თუმცა, ახლა მე ძალიან დავპატარავდი, მომინდა, რომ ცოტათი რაღაც გამესუფთავებინა და გავაკეთე ეს თეთრი კოლექცია.

ყველაფერი თითქოს თავისით მოდის ჩემ ცხოვრებაში.

ამის კეთება დავიწყე, როდესაც წყალდიდობა იყო. აი, მეორე დღეს, იმ სიცხეში გავვარდი და ვიყიდე, იმიტომ, რომ ვერ ვჩერდებოდი. აი, რაღაც კიდევ უნდა გამეკეთებინა და ჩხირები ავიღე და დავიწყე ქსოვა. მინდა, რომ რაღაც ემოციას იწვევდეს. არ ვიცი, ეს ფერებიც რაღაც ასე მოდის ხოლმე.

რეალურად ეს არის ჩვეულებრივი თამაში, რომლიდანაც გინდა რომ შენი რაღაც გამოხატო. ძალიან მინდა, რომ ამ წლიდან რაღაც დავიწყოთ ახლიდან.

- სოფო გონგლიაშვილი
დიზაინერი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა