გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

„ახალი დღე“ | ნოვრუზ ბაირამი

21 მარტს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები ნოვრუზ ბაირამს, გაზაფხულის ბუნიობას აღნიშნავენ.

ელნურ ალისოი
სოლიდარობის მუზეუმის ხელმძღვანელი

მართალია, ნოვრუზი სათავეს იღებს ზოროასტრიზმიდან, მაგრამ დროთა განმავლობაში, რაც უკავშირდებოდა ზოროასტრიზმს და ცეცხლთაყვანისმცემლობას, ის დაიკარგა და ნოვრუზი დარჩა, როგორც გაზაფხულის მოსვლის და ახალი წლის, ახალი იმედების დაწყების დღესასწაული. რუხი თვის (22 თებერვლიდან 22 მარტამდე) განმავლობაში არის ოთხი კვირა და ყოველ კვირას, ოთხშაბათს აღინიშნება ერთი სტიქიური ძალის გამოღვიძება.

სანამ ნოვრუზამდე მოვალთ, მანდაც ძაან კარგად, ძაან მკაფიოდ ჩანს ის ზოროასტრიზმული უძველესი ტრადიციები, სადაც იყო რწმენა, რომ ზამთრიდან გაზაფხულში გადასვლის პერიოდში ცოცხლდება ბუნება და იღვიძებს სტიქიური ძალები. ეს არის ცეცხლი, ეს არის ქარი, ეს არის წყალი და მერე მიწა არის საბოლოო. როცა არის ბოლო სტიქიური ძალის გამოღვიძება, მიწის ჩარშანბა, აი, მაშინ უკვე ხალხი გამოდის, მიწი ნაკვეთებში რაღაცას თესავენ. არის ცეცხლის ანთება. დახტუნაობენ ერთი მხრიდან მეორე მხარზე და აი, აქ არის, მაგალითად ფოლკლორული ესეთი სიტყვები, რომ მე რაც დარდი მაქვსო, დაიწვასო ამ ცეცხლში. 

რომ დავათვლიეროთ ტრადიციული ნოვრუზის კერძები და ტკბილეულები, ასტრონომიული ფორმის არის და ასოცირდება რაღაც ასტორონომიულ ნივთთან, მაგალითად ფახლავა არის რომბული ფორმის, რომელიც არის ვარსკვლავის აღმნიშვნელი ტკბილეული. გოღალ არის მრგვალი, რომელიც მზესთან ასოცირდება. არის შაქარბურა, რომელიც ნახევარმთვარის ფორმის არის ასევე არის, მაგალითად, კვერცხი. ბუნებრივი მასალებით, მაგალითად, ხახვით ან მწვანილით ან მაგდაგვარ მცენარეებს ხარშავენ. 

პირველად არსებობდა ისეთი ტრადიცია, რომ ბავშვები, ახალგაზრდები დადიოდნენ სახურავებზე და შალს უშვებდნენ ფანჯრიდან, რომ შენი სუფრიდან ჩემი წილი რაღაც საჩუქარი მომეცი. ახლა უკვე არქიტექტურა რადგან შეცვლილი არის, ახლა ბავშვები, ახალგაზრდები მოდიან, აკაკუნებენ კარს და ქუდს ან რაღაცას დებენ კართან და იმალებიან. 

საზოგადოებაში არსებობს ესეთი ცრუ ინფორმაცია, რომ ეს არის რელიგიური დღესასწაული და ხანდახან არის ხოლმე, რომ პოლიტიკოსები, სახელმწიფო მოხელეები როცა ულოცან მოსახლეობას, ულოცავენ მუსლიმებს. 

რატომ ულოცავენ მუსლიმებს?

ძაან საინტერესოა, მაშინ როცა საერთოდ კავშირში არ არის ნოვრუზის დღესასწაული ისლამთან. როცა ისლამი გავრცელდა, ის, რაც ეწინააღმდეგებოდა ისლამს, რასაკვირველია აკრძალა. მაგრამ დაინახა ნოვრუზში ძაან ბევრი ისეთი ამბავი, მოვლენა, რომელიც იდენტურია ისლამთან. 

მაგალითად, შერიგება ნათესავების, მეგობრების, ნათესავების მონახულება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ისლამში. ეს რომ დაინახეს, არ აკრძალეს ზოგადად ნოვრუზი. დროთა განმავლობაში, როცა მოსახლეობამ მიიღო ისლამი და ისლამური ფილოსოფოსია და ღირებულებები უფრო მყარად დაჯდა საზოგადოებაში, მერე რასაკვირველია, რაღაც ცვლილებები მოხდა ნოვრუზის კომპონენტებში. ამიტომაც ხალხმა იფიქრა, რადგანაც არ აკრძალეს მუსლიმებმა ეს დღესასწაული, რადგან მუსლიმები აღნიშნავენ ამას, შეიძლება, ეს იყოს ისლამური დღესასწაული. 
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა