ოთხი საათი ნეაპოლში | ფოტოამბავი
არადა ყველაზე ცოტა დრო ნეაპოლისთვის შემოვინახეთ. ოთხი საათი გვქონდა. ოთხ საათში კი მოივლი, რა უნდა.
ნეაპოლამდე იმითიც ვამაყობდით, რა მაგრები ვართ, როგორ ყველა ქალაქში გზა გავიკვლიეთ, სწორად დავგეგმეთ და არაფერი შეგვშლია.
ნეაპოლმა დაგვიკიდა, არ შეგვიმჩნია – არ უცდია, ყოფილიყო ზუსტი, სუფთა და პიწკინა. ყველა გეგმა აგვირია.
სხვაგან სულ ვისტრესებოდი, რაღაცების ნახვა რომ ვერ მოვასწრო-მეთქი. აქ, არ ვიცი, თავისუფლად ვიყავი. თითქოს მალევე მივხვდი, რომ დავბრუნდებოდი. არსად მეჩქარებოდა.
გავიდა ოთხი საათი. მატარებელზე გვავგვიანდება. სუვენირების დახლს წამზომჩართული ვუყურებ – „მალე, მალე, რამე აიღე“. არაფერი მომეწონა და მივხვდი, რომ ეს ის ქალაქია, სადაც უბრალო ქუჩიდან გაყოლილი რამე უნდა ამეღო. ავიღე ნეაპოლის კალამი და წამოვიღე. მაგ უხარისხო კალმით ვწერ ამას.