ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

პაპაჩემის თავგადასავალი

ღამე ხანდახან მელანდება, ვითომ სექტემბერია, ინსტიტუტში მიდის ხალხი და მე ვერ მივდივარ. არ ვიცი სად არის ჩემი ლექციები. ვაიმე, რა ვქნა, როგორ გავაკეთო? და ვეძახი, დედა! დედა! დედაჩემი აღარ არის. სულ მახსოვს, პირველი ჯგუფის გვარებიც კი მახსოვს, ინსტიტუტის ამხანაგების ყველას გვარები ვიცი. იცით რა, ცუდი გოგო არ ვიყავი, შავგვრემანი გოგო ვიყავი, მაგრამ ქუჩაში ენატრებოდათ ჩემი დანახვა

.აი, ეს არის ჩემი პაპა, ულამაზესი კაცი, ორმეტრიანი კაცი. ეს ჩემი ბებია, ცოტა ტანდაბალი ქალი იყო ეს დედაჩემი, ეს ჩემი უფროსი ძმა, ჩემზე შვიდი წლით დიდი, აქ ჩემზე ორსულად არის დედაჩემი. ეს მამაჩემი. პაპაჩემის და ბებიაჩემის დღიური. პაპაჩემმა რომ მიკარნახა და დავწერე. აბა დაჯექი შვილოო, რაღაცას გიკარნახებო, შენ დაწერეო და მე რომ მოვკვდებიო მაშინო წამიკითხეთო. პაპაჩემის, გიორგი ისაკის ძე ღვთისიაშვილის თავგადასავალი, Ბავშვობა.

მამაჩემი ისაკი დავითის ძე ღვთისიაზვილი იყო გლეხი, ცხოვრობდა სოფელ ქვემო ხოდაშენში, თელავის რაიონში. ბატონის ნაყმევი, მამაჩემის მშობლებს ჰყავდათ 9 ვაჟი და 6 ქალი. მამაჩემი ახალგაზრდობაში დადიოდა მხეც გიგოსთან. ერთხელ ბატონს მოურავი გაუგზავნია ღორში, ბინაზე, ნადარბაზევში და დაუბარებია, ისაკას უთხარიო, 6-7 ბურვაკი გამოგატანოსო. მამაჩემს არ გაუტანებია. მე უკვე 12 წლის ვიყავი, დედამ მიმიყვანა თარაშვილ ბასიკოსთან, ბიჭად. ბასიკო ცნობილი იყო იმ მხარეში, ის იყო ნაყაჩაღარი.


ბასიკო დაპირდა დეიდაჩემს რომ შვილივით მიპატრონებდა. ვირს შეკაზმავდა,აქეთ-იქიდან ჩადგამდა კოკებს და მეზობლის დედაკაცებთან ერთად გამაყოლებდა წყლის მოსატანად. წყალს არბოშიკიდან ვეზიდებოდით. კოკებს ქალები ამივსებდნენ, ჩამიდგამდნენ და მე მარტო ვირს მივდევდი. შვილები დავზარდეთ, მივაბარეთ სკოლაში. შვილებთან ერთად მე და მარომაც ვისწავლეთ წერა-კითხვა, ხელის მოწერა, ბედნიერი კაცი მეთქმოდა. აქედან სულ ვიყურები, ნეტავ ვინმემ გამოიხედოს რომ ხმა მივაწვდინო. იმ ქალს კი ვერ ვაწვდენ ხმას, თორემ ძალიან კარგი ქალია.

სიმარტოვე მიჭირს, სიმარტოვე. ღმერთო, ნუ მოვა ის დრო, მარტო სიკვდილის მეშინია. მარტო არ მოვკვდე.