პორტფოლიო
ჩემი ორი საყვარელი წიგნი, რომლებიც ფოტოგრაფიის ხელოვნებას ეძღვნება, როლან ბარტის „ლიუსიდის კამერა“ და სიუზენ ზონტაგის „ფოტოგრაფიის შესახებაა“. ორი გენიოსი. ორი პოლუსი. წინააღმდეგობრივი წიგნები. თუ ამ ნაშრომებს გულდასმით წაიკითხავ და სახელმძღვანელოდ აირჩევ, ფოტოაპარატს აღარ მიეკარები; დარწმუნდები, ბოლოს მაინც, რომ მაღალი დონის ინტელექტუალურ დისკურსს და ფოტოგრაფის ხელობას (თუ ხელოვნებას?) ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ. ზონტაგის წიგნის მთავარი იდეა, რომლის ირგვლივ იშლება ტექსტი, ის გახლავთ, რომ „ადამიანისთვის ფოტოს გადაღება რაღაცით მასზე ძალადობას ჰგავს: დაინახე ისეთი, როგორადაც საკუთარ თავს ვერასოდეს ხედავს, გაიგე ის, რაც თვითონ არ იცოდა, ანუ აქციე ობიექტად, რომელსაც, ასე ვთქვათ, სიმბოლურად, ფლობ. კამერას თუ იარაღის სუბლიმაციად მივიჩნევთ, მაშინ ფოტოს გადაღება სუბლიმირებული მკვლელობაა – უწყინარი მკვლელობა – საფიქრალითა და შიშით დამფრთხალი დროების შესატყვისი...“
ზონტაგისგან განსხვავებით, ბარტი გამოსახულებას ელოლიავება, რადგან იცის, რომ მხოლოდ ფოტოგრაფია უბრუნებს მას (და ჩვენც) ძ