პური არსობისა
15.05.2020
"სოფელს, რომელსაც ბეღელში თავისი სათესლე მასალა ქვს, თავისი სოფლის სამყოფი, იმ სოფელს მტერი ვერ წააქცევს. იმიტომ, რომ ეს ხორბალი იყო პური არსობისა. ხორბლის ყანას ჰქვია პურის ყანა. ჭამას, საერთოდ, ჰქვია პურობა. ქართულ ხორბალს 80 საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს. მსოფლიოში აღწერილი 20 ენდემიდან 5 საქართველოში მდებარეობს", - ქართული ხორბლის შესახებ საუბრობს ლალი მესხი, ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების დამფუძნებელი.