რას ნიშნავს რევოლუცია მაღალ მოდაში?!
მომზადებულია ჟურნალ „ნიუ იორკერის“ მიხედვით
რამდენიმე წლის წინ, ჰოლანდიელმა მოდის დიზაინერმა, ირის ვან ჰერპენმა „ცერნში“ სიარული დაიწყო – ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევის ცენტრში. 33 წლის ვან ჰერპენს არავითარი განათლება არ აქვს არც ფიზიკაში და არც მეცნიერების სხვა დისციპლინებში – მას მხოლოდ პატარა ჰოლანდიური ქალაქის, არნჰემის დიზაინის სკოლა დაუმთავრებია, თუმცა კოსმოსისა და დედამიწის, ბუნებრივი საწყისებისა და ფუტურისტული მასალის შერწყმაში, ეს ხელს არ უშლის. ირის ვან ჰერპენი სამყაროს ერთ მთლიანობად ხედავს და რასაც ხედავს, სამგანზომილებიან პრინტერებზე ამობეჭდილ ქსოვილებში, პლასტმასასა და სხვა მოულოდნელ, მაღალტექნოლოგიურ მასალებში გადააქვს.
2014 წელს „ცერნში“ სტუმრობის დროს ირის ვან ჰერპენმა დიდი ადრონული კოლაიდერი მოინახულა – ელემენტარულ ნაწილაკთა ამაჩქარებელი, რომელიც დიდ გვირაბშია ჩამარხული და ასი ათასჯერ უფრო მძლავრ მაგნიტურ ველს ქმნის, ვიდრე დედამიწას გააჩნია. უთვალავი მაგნიტური და ელექტრონული ნაწილი ფერადი მავთულებითა და კაშკაშა მეტალის სტრუქტურებითაა დაკავ