გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ბუნება

რატომ მივდივარ მთაში

ალბათ იმიტომ, რომ დავბრუნდე, თუმცა ზუსტად მაქვს გააზრებული, რომ ერთხელაც, შესაძლოა, ვეღარც დავბრუნდე.

Მთავარია, რომ აქამდე სულ ვბრუნდები!

Ზევიდან ცოცხალი დაბრუნება კიდევ ბევრად მარტივია, თუ ქვევით მელოდებიან. ალბათ მაგიტომაა, რომ ალპინისტებს ყოველთვის ჰყავთ მეუღლე, შეყვარებული, ვინმე… ვისთან დაბრუნებაც ყველაფრის გადალახვად ღირს.

Მთაზე როდესაც ვლაპარაკობ, როგორც წესი, უშბას ვგულისხმობ. ის ყველას სჯობს, ის სხვანაირია, მგონი მასაც მოვწონვარ, რადგან აი უკვე მეხუთედ მიმიშვა. ხშირად ცდილობს, თოვლში დამმარხოს, ღამე გამყინოს, ქვები დამიშინოს, სამუდამოდ დამიტოვოს.

ერთი ვიცი, რომ სანამ დამელოდებიან, სულ დავბრუნდები და თუ აღარ ექნებათ ჩემი ლოდინის ნერვები, მხოლოდ იმიტომ დავბრუნდები, რომ მერე ისევ უკან წავიდე, ზევით, და ასე უსასრულოდ...
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა