გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

რელიგიური ცხოვრება თბილისში | დოკუმენტური ფოტოსერია

31.08.2021

ისტორიული დისკურსი თბილისზე მოიცავს ამბავს ქალაქის რელიგიური მრავალფეროვნების შესახებ. დღესაც თბილისში მრავალი განსხვავებული კონფესიის წარმომადგენლები ასრულებენ ღვთისმსახურებას და ეწევიან რელიგიურ ცხოვრებას. გიორგი შენგელია 2013 წლიდან 2017 წლამდე აქტიურად იღებდა სხვადასხვა რელიგიის მიმდევრების შეკრებებს, ცერემონიებსა და რიტუალებს. პროექტზე მუშაობამ ფოტოგრაფი მიიყვანა ნათლობის ბაპტისტურ ცერემონიამდე, პროტესტანტულ მსახურებამდე ვაკეში, ეგვიპტელი კოპტების შეკრებამდე დიდუბეში; დაასწრო მართლმადიდებელი მრევლის რიტუალს იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში და რომის პაპის ვიზიტს ლოკომოტივის სტადიონზე. 

ოთხი წლის განმავლობაში გიორგი შენგელია კამერით აფიქსირებდა თბილისის რელიგიურ ცხოვრებას. დოკუმენტურ სერიას, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში შეიქმნა, პირველად ახლა ვაქვეყნებთ. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა