როგორია იყო თინეიჯერი აქ ? | Open Call
რას აკეთებ?
რას ხედავ?
რას გრძნობ?
რა გსურს?
რა გაწუხებს?
რას უსმენ?
როდის გიყვარს?
როდის გძულს?
ვინ ხარ?
რას ამბობ?
სახლში დამჯერი უნდა იყო. სკოლაში ათოსანი, საქმეში პირველი, ქუჩაში კულტურული. ჩვენ კრიტერიუმები არ გვაქვს, უბრალოდ თინეიჯერი ხარ და ესეც საკმარისია.
ვაერთიანებთ თინეიჯერების ხმებს და ვქმნით საქართველოს ალტერნატიულ რუკას.
გაგვიზიარე: ფოტო, სიტყვა, ტექსტი, აუდიო, სელფი, ვიდეო, დღიური, ვლოგი, ჩანახატი, ილუსტრაცია ან ნებისმიერი რამ, რასაც შენთვის ინახავ. გვინდა გაგვიზიარო შენი პირადი არქივი, რომელიც ისედაც გაქვს ტელეფონის გალერეაში ან მაგიდის უჯრაში.
ამ ყველაფრით კი გახდები დოკუმენტური ფილმის თანაავტორი სხვა თინეიჯერებთან ერთად.
გამოგზავნის ბოლო ვადა: 31 ივლისი
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 13-19 წლის თინეიჯერებს.
Contest@Indigo.com.ge