ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სად წავიდეთ სახლის დანგრევის შემდეგ?

აფრიკის დასახლებაში მცხოვრები კესო მანდარია და ბადრი ჩანგელია 17კვ.მ სახლის დანგრევას ელოდებიან. ეს შენობა მათ 3 თვის წინ ააშენეს. რამდენიმე დღის წინ აფრიკაში სახლების დემონტაჟს ეს შენობა გადაურჩა, თუმცა ისინი ამბობენ, რომ სახლის დანგრევის ვადა კვირამდე მისცეს

-კვირამდე მაქვს დრო.
- მითხარი ან კი, ან - არა.
და რა მეთქვა?
ბულდოზერით ვდგავარ, დავანგრიე სახლები,
ხოდა, ვდგავარ შენ კართან და მითხარი.
არა-მეთქი არ დაანგრიო.
ის ფანჯრები და კარები მაინც გამოვიყენო - მეთქი, ვალში ვიყიდე.
არიქა, არ დამინგრიოთ და დავანგრევ ჩემი ხელით-თქო.
- იმან კიდევ გააფრთხილა, შენი საუბარი იწერებაო.

თუ კვირას არ დაანგრევო ხომ?იცოდეო, აქ იწერებაო და ვსო.
- ამას დავშლი, მაგრამ რაღაცა, რაც დავხარჯე
ნახევარი მაინც მომცენ, ქირით რომ გადავიდე დროებით
და მერე რაღაცას ვიზამთ, რა ვიცი.
მაინც გაჭირვებისთვის ვყოფილვართ გაჩენილი.
რა ვიცი, ძალიან მიხაროდა რომ ეს ავიშენეთ, პატარა რაღაცა.
ნათესავმა გაგვიკეთა ეს კარები, ჩაგვისვა.
- ბავშვს, ჩემს ბავშვს ისე უხაროდა, ორ სართულიანი სახლივით.
ძაღლი მაყიდინეთო.
- დედიკო, ძაღლი ვინმეს ვთხოვოთ და მოვიყვანოთო.
ისე უხაროდა იმიტომ, რომ იქ ნგრევად შენობაში ვცხოვრობდით.
ისე უხაროდა აქ რომ ავიშენეთ, გიჟდებოდა მოკლედ რა.
შაბათამდე ვიციდი და თუ რამე არ იყო, 

მაშინ კვირას უნდა დავიწყო დაშლა.
რა ვქნა, აბა?!