გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
საშიში დედა

საშიში დედა

ვირჯინია ვულფი თავის ესეში „საკუთარი ოთახი“ ამბობს: „მიეცით ქალს საკუთარი ოთახი, 500 გირვანქა წლიური შემოსავალი, მიეცით საშუალება, ხშირად გაანძრიოს ტვინი და სულ მალე ის შექმნის უკეთეს ნაწარმოებს“.

ანა ურუშაძის ფილმის, „საშიში დედა“, მთავარ პერსონაჟს, ვულფის თანამედროვე ქალების მსგავსად, არ აქვს საკუთარი ოთახი. სამაგიეროდ, ჰყავს „გამგები“ ქმარი, რომელიც ცოლს საერთო ოთახს უთმობს იმისთვის, რომ მან წიგნი დაწეროს.

ფილმის მთავარი გმირი, მანანა, შუახნის ქალია, რომელიც დილიდან საღამომდე დაკავებულია – ოჯახს უვლის. მოქმედება ზამთრის თუ გვიანი შემოდგომის თბილისში ვითარდება. კადრში ხშირად ჩანს ერთი ძველი ხიდი, რომელიც ქალაქში ცნობილ, უსახურ და ნაცრისფერ კორპუსებს აკავშირებს (ეს პოსტსაბჭოთა ესთეტიკა, მისი ეგზოტიკურობა განსაკუთრებით ხიბლავს დასავლელ მაყურებელს). ხიდზე, პროდუქტებით სავსე ჩანთებით, ყოველდღე დადის მანანა. მისი ცხოვრება რუტინული დღეების ჯაჭვია: დილით ადრე გაღვიძება, პროდუქტების ყიდვა, ქმრის და შვილების ჭუჭყიანი წინდების შეგროვება, რეცხვა-დალაგება, სადილის მომზადება. ამ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა