გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

შენი შემოქმედება მნიშვნელოვანია

პრემია "იკამდე" სულ ცოტა დრო რჩება. 22 დეკემბერს გავიცნობთ ფართო საზოგადოებისთვის უცნობ საინტერესო ახალგაზრდა არტისტებს. უკვე გაჩაღებული მუშაობაა გამარჯვებულების შესარჩევად.

პრემიას სახელი იკა კაკულიას გამო დაერქვა. იკამ თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა. იყო ახალგაზრდა შემოქმედი, დიზაინერი, გრაფიკოსი. სამწუხაროდ იგი 2016 წელს, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

პრემია 2018 წლის 18 ნოემბერს დაარსდა, რომლის მიზანიც ახალგაზრდა არტისტების მხარდაჭერა და მოტივაციის ამაღლებაა. მისი ამოცანაა დამწყებ ხელოვანებს აგრძნობინოს, რომ მათი შემოქმედება მნიშვნელოვანია და ისინი ყურადღებას იმსახურებენ.

პრემია "იკა" გაიცემა კულტურის სფეროს 8 ნომინაციაში: ილუსტრაცია, პოსტერის/პლაკატის დიზაინი, მხატვრობა, კინო, ფოტოგრაფია, ლიტერატურა, მუსიკა, ხელნაკეთი ნივთი.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა