შეშლილი ჩაის სმა ლიასთან
ჩუკა კუპრავასა და ლია ბაგრატიონის საუბარი
ჩუკა: ლია, ჩვენ გამოყენებითი ხელოვნების დარგის, ხელოვნების ე.წ. მარგინალური შტოს წარმომადგენლები ვართ, ძიებითა და სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით ვიმკვიდრებთ თავს არტსივრცეში. აი, შენ თანამედროვე ხელოვანი ხარ, გაქვს თუ არა გაუცხოება სახელთან – კერამიკოსი?
ლია: საერთოდ არა, კერამიკოსი ვარ აუცილებლად, იმიტომ, რომ ყველა იმ უნარს ვფლობ, რაც კერამიკოსს უნდა ჰქონდეს, მაგრამ მარტო კერამიკოსიც არ ვარ, რადგან სხვანაირადაც შემიძლია გავიაზრო ეს მასალა და ვიმუშაო სხვა მედიუმებშიც.
ჩუკა: მე კი ჩემი პროფესიის სახელთან დღემდე ჭიდილი მაქვს. ჯიუტად ვამტკიცებ, რომ არ ვარ „მხოლოდ“ ტექსტილის მხატვარი, რაც ხშირად სხვებისთვის და არც მხოლოდ არაპროფესიონალებისთვის ასე აღიქმება: აა, გობელენებს ქსოვ ან ბატიკას აკეთებ?! ჩემთვის ეს გაცილებით ღრმა სფეროა, სხვა ასპარეზი.
ლია: ჩუკა, მოდი შევთანხმდეთ: პროფესიასთან და ასაკთან ჭიდილს შევეშვათ. ჩვენ გამოვიყურებით ისე, როგორც გამო