გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ეკა მაზმიშვილი

შემოდგომის მთავარი თეატრალური აქცენტები – ინტერვიუ ეკა მაზმიშვილთან

ინდიგო: თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წელს მეცხრედ ტარდება. ეს უკვე საკმარისი დროა შეფასებებისა და დასკვნებისთვის. თქვენ პირველი დღიდანვე ჩართული ხართ ამ საქმეში, რას ფიქრობთ, როგორ განვითარდა ფესტივალი და მიიღო თუ არა ის სახე, რაც თავიდან გქონდათ ჩაფიქრებული?

ეკა მაზმიშვილი: ცოტა ხნის წინ ევროპის 715 თეატრალურ ფესტივალს შორის დასახელდა 26 ლაურეატი, რომლებიც ევროპის ფესტივალების ასოციაციის პრემიაზე იქნებიან წარდგენილი. ამ 26-ში მოხვდა ჩვენი ფესტივალიც. ვფიქრობ, ეს კარგად აჩვენებს, თუ რას მიაღწია ამ წლების განმავლობაში თბილისის საერთაშორისო თეატრალურმა ფესტივალმა. ლაურეატობას ხომ სწორედ ხარისხის, თავდადების და იმ გავლენის გამო ანიჭებენ, რასაც ფესტივალი ტოვებს საზოგადოებაში, აქ თუ საზღვარგარეთ.

თავიდანვე ვფიქრობდით, რომ ფესტივალის მთავარი მიზანი უნდა ყოფილიყო თავისუფალი აზროვნების წახალისება მაყურებელში, არსებული საზღვრების და ჩარჩოების გადასალახად საჭირო ენერგიის გაღვივება პუბლიკაში. ჩვენს მაყურებელს ვხედავდით, როგორც ინტერ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა