შენი უფლებაა, იცოდე
18.03.2024შენი უფლებაა, იცოდე:
რა პროექტებში იხარჯება სახელმწიფო სახსრები?
როდის სრულდება სკოლის რეაბილიტაცია?
როდის დააგებენ გზას?
იხარჯება თუ არა ბიუჯეტი ისე, როგორც შენ და შენ გარშემო ადამიანებს გჭირდებათ?
რა პროექტები განხორციელდა?
რომელი დასრულდა წარმატებით და რომელი ჩავარდა ან გადავადდა?
კეთილსინდისიერად მუშაობენ თუ არა საჯარო მოხელეები?
ამას აუდიტის დასკვნებში ნახავ. შეგიძლია ფლობდე ინფორმაციას, როგორ იხარჯება შენი ფული, როგორ მუშაობს კონკრეტული უწყება, რადგან მათი გადაწყვეტილებები შენს ცხოვრებაზე ახდენს გავლენას.
ეს ინფორმაცია მომავლის დაგეგმვისთვის გჭირდება. საჯარო ინფორმაციის ფლობა არ არის პრივილეგია. ფლობდე ამომწურავ ინფორმაციას სახელმწიფო ბიუჯეტზე, საჯარო უწყებებზე და მათ გადაწყვეტილებებზე შენი უფლებაა.