გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
სტაჟირება ინდიგოში

ინდიგო აცხადებს სტაჟირებას მედიაბიზნესის განვითარების მიმართულებით

კონტენტის წარმოების წარმატებული სტაჟირების პროგრამის დანერგვის შემდეგ ინდიგო სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს ბიზნესის განვითარების მიმართულებით სთავაზობს გამოცდილების მიღებას. ამჯერად ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც აინტერესებთ მარკეტინგი, კომერციული პროექტები, ახალი პარტნიორების მოძიება და მათთან კომუნიკაცია.

პროგრამაში შერჩეული მონაწილეები კომერციული პროექტების დირექტორთან ერთად იმუშავებენ შემდეგი მიმართულებით:

  1. ახალი კორპორატიული კოლაბორაციების შესაძლებლობების იდენტიფიცირება და იდეების ჩამოყალიბება
  2. პოტენციურ კორპორატიულ პარტნიორებთან და სპონსორებთან კომუნიკაცია
  3. ბეჭდური ჟურნალის ქართული და ინგლისური ვერსიისთვის ე.წ "native advertising"- ის მოძიება

პროგრამაში მონაწილეობა არ არის შეზღუდული კონკრეტული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და ველოდებით ყველას, ვისაც აინტერესებს ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებები. შერჩეულ მონაწილეებს ვთავაზობთ მოქნილ სამუშაო გრაფიკს.

პროგრამის მონაწილეთა წარმატებული პროექტები ანაზღაურდება ბონუსების სახით. სტაჟირების დასრულების შემდეგ კი იმედი გვაქვს, გავაგრძელებთ თანამშრომლობას უკვე სრული დატვირთვითა და შესაბამისი ანაზღაურებით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა შეავსეთ აპლიკაცია 2023 წლის 14 მაისის 23:00 საათამდე.

 

კომპანიის შესახებ

“ინდიგო” მედიაა, რომელიც ქმნის სხვადასხვა პროდუქტებს და გამოსცემს წიგნებს. ინდიგოს მთავარი ბრენდი ამავე სახელწოდების ბეჭდური და ონლაინ გამოცემებია: ჟურნალი ინდიგო და  indigo.com.ge. ორივე მათგანი ერთი მთლიანობაა, სადაც ავტორები მრავალ ფორმატში ქმნიან ამბებს, აკვირდებიან და აღწერენ მოვლენებს, გვაცნობენ იდეებსა და ადამიანებს. ინდიგოს მიერ შექმნილი მედიაპროდუქტები არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია.

ინდიგო განსხვავებულ სერვისებს სთავაზობს დამკვეთებს - ვიდეო წარმოება, native advertising, ბეჭდური პროდუქციის შინაარსის შექმნა და დიზაინი. ჩვენი თხრობის სტილი და ხარისხი ვრცელდება კომერციულ პროექტებზეც და ინდიგოს პროდუქტები გამორჩეული რჩება ნებისმიერ სივრცეში. ჩვენ მუდამ ვეძებთ ყველაზე შესაბამის ფორმებს ამბების აუდიტორიამდე მისატანად. ამიტომაც ველოდებით ახალგაზრდებს, რომლებიც ამ მრავალფეროვან შესაძლებლობებს რეალურ პროექტებად აქცევენ, ორგანიზაციის რესურსს გამოიყენებენ და პრაქტიკაში მიიღებენ ცოდნას.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა