ინდიგოში სტაჟირების პროგრამაზე მიღება დაიწყო
ინდიგო აგრძელებს სტაჟირების პროგრამას და იწვევს სტუდენტებს, რომლებსაც სურთ ტექსტურ და ვიდეო მასალებზე მუშაობა, აქვთ იდეები, ამჩნევენ ადამიანებს და ამბებს.
შერჩეული კანდიდატი ოთხთვიანი სტაჟირების განმავლობაში
-
იმუშავებს “ინდიგოს” გუნდთან ერთად როგორც ჟურნალის, ისე ვებსაიტისთვის მასალების შექმნაზე;
-
დაეხმარება რედაქტორს მოკვლევაში;
-
ასისტენტობას გაუწევს გადამღებ ჯგუფს და თავადაც ეცდება ვიდეო მასალების შექმნას.
სასურველია
-
ჟურნალისტურ მასალებზე მუშაობის გამოცდილება
-
სამონტაჟო პროგრამების საბაზისო ცოდნა
სტაჟირების მსურველებმა შეავსეთ აპლიკაცია 30 სექტემბრის 18:00 საათამდე.
შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება. სტაჟირება კი 1 ოქტომბრიდან დაიწყება.
_____________________________
2015 წლის ოქტომბრიდან ინდიგო არსებობს სამგან: რეალურ, ონლაინ და ბეჭდურ სივრცეში. ადამიანები, გარემო და კულტურა, ქალაქი, მოგზაურობა, ყოველდღიური რიტუალები და გლობალური თემები, ახალი დრო და ადამიანური კრიზისები ამ დროში - ინდიგო აკვირდება და აღწერს ყველაფერს, რაც ჩვენ გარშემო ხდება, რაც აღგვაფრთოვანებს, გვიზიდავს, გვაშინებს და შთაგვაგონებს. ინდიგო რეფლექსიაა მოვლენებსა და რეალობაზე, მედიუმია, რომელიც ახალ ავტორებს, საინტერესო მოსაზრებებს და მომავლის იდეებს ეძებს.