"ტარიელი ემზადება გამოსაზამთრებლად" - ნიკა ქუთათელაძის გამოფენა
19.12.2020მხატვარი ნიკა ქუთათელაძე
ამ ნამუშევარშიც მთავარი თემა ნგრევა არის. იმ გარემოს შენ თვითონვე ანგრევ, რომელშიც არსებობ და ყველა სიცოცხლის ნიშანს სპობ. ჟეშტები, ეს ცინკი ტიპიური შესაფუთი მასალაა სახლების. გაქვს ერთი, ადებ მეორე ფენას, იღებ აბსოლუტურად სხვა ვიზუალს. ეგეთ დეტალებში ძალიან კარგად ჩანს მერე სოციუმის დამოკიდებულება ცხოვრებასთან, საკუთარ თავთან.
სურათები უბრალოდ რაღაც ერთ ისტორიას ჰყვება. იმ ისტორიას, სადაც საკუთარ არსებობას საკუთარი ხელით ანადგურებ თუ ანგრევ. მგონია, რომ ამ კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული ლოკაციის და კონკრეტული ობიექტების მიღმა, ძალიან დიდი მასშტაბია. ერთი ქვეყნის მასშტაბი მინიმუმ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე, რომ ნამუშევრის ვიზუალური ფორმა იყოს ისეთი, რომ ყველგან თუ არა უმეტეს შინაარსში თავისით უნდა შეგიყვანოს. შეიძლება აბსოლუტურად სხვა განწყობები გაგიჩინოს, მაგრამ გაგიჩინოს განწყობები, თუნდაც იგივე სიძლიერის, რა მოტივაციებითაც ეგ ნამუშევარი გაკეთდა, მაგრამ სულ სხვა თემაზე. თემა, რომელიც ამ ერთი სოფლის გარშემო ტრიალებს მინდა, რომ სადღაც დავასრულო. ერთ ისტორიად შეიკრას და მაგიტომ მგონია, რომ სანამ მთლიანად არ დამთავრდება, ეს ერთეული ნამუშევრები დასრულების შეგრძნებას საერთოდ არ მაძლევს.