წინასაახალწლო „თბილისის წიგნის დღეები“ იხსნება
გამოფენების ცენტრ ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში 17, 18, 19 დეკემბერს „თბილისის წიგნის დღეები“ გაიმართება. სტუმრებს 40-ზე მეტი გამომცემლობა, წიგნის მაღაზია და სასაჩუქრე პროდუქცია წინასაახალწლო ფასდაკლებებით დახვდებათ.
სამი დღის განმავლობაში გამომცემლობები საკუთარ წიგნებს წარადგენენ და გამართავენ შეხვედრების სერიებს. პავილიონი ერთდროულად საგანმანათლებლო, კულტურული და გასართობი ღონისძიებებით დაიტვირთება, მოსულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ადგილზე გაეცნოს კონცეპტუალური ქართული მაღაზიებისა და საწარმოების პროდუქტებს და შეარჩიონ წინასაახალწლო საჩუქრები.
ღია კაფე და თბილი სასმელები სტუმრებს წიგნებზე სასაუბროდ სასიამოვნო გარემოს ჰპირდება.