THE LAST CITY: Introduction | წერილები აფხაზეთიდან
25.01.2026ᯓ წერილები აფხაზეთიდან ᯓ ჩვენი ჯერ ნაცნობებისაგან, ბოლოს კი უკვე მეგობრებისგან მიღებული გზავნილებია - ზოგი ტექსტად, ზოგიც სტატიკურ ან მოძრავ გამოსახულებებად.
წერილებს აფხაზეთიდან გვიგზავნიან იმწუთიერი განცდებისა და ფიქრების აღსაწერად, რადგან დიდ სურათში არც თავად იციან, დარჩებიან თუ წავლენ; იპოვნიან სიმყუდროვეს მკაცრად შემოღობილ ედემში, თუ შვილებისა და საკუთარი სიმშვიდის, კეთილდღეობის საძებნელად გახსნილ სამყაროში მოიწყობენ ახალ სახლს.
ამ წერილებსაც უსახელოდ ვაქვეყნებთ, ზედმეტი თავსატეხებისაგან თავის ასარიდებლად