
ტროელი კაცები
რეჟისორ დათა თავაძეზე წერისას ვერ ასცდები ბანალურობას – მდიდარი თეატრალური ტრადიციების ოჯახში დაბადებული, რომელმაც 3 წლის ასაკში „კავკასიური ცარცის წრეში“ ითამაშა, თავიდანვე „დეტერმინირებული“ იყო. დრამატურგი და მთარგმნელი დათო გაბუნია კი, ფაქტობრივად, შემთხვევით მოხვდა თეატრში, როდესაც მისმა მინიპიესამ „არდი-ფესტზე“ გაიმარჯვა (2008). გამარჯვებულ დრამატურგსა და რეჟისორს ერთობლივი სპექტაკლი უნდა შეექმნათ.
დათო: ასე დავრჩი სამეფო უბნის თეატრში, დავწერე „სხვისი შვილები“, რომელიც დადგა დათამ, თამაშობდა ასევე გამარჯვებული მსახიობი ქეთა შათირიშვილი. და დაიწყო ჩვენი თანამშრომლობაც და, პრინციპში, ახალი ეტაპიც სამეფო უბნის თეატრში.
დათა: სახელმწიფო თეატრში პირველად რომ მივედი, შეურყეველი სისტემა დამხვდა – აზრის გამოთქმის უფლებასთან დაკავშირებით. მივხვდი, რომ არ მინდოდა ასეთ წყობაში მუშაობა. მე და ჩემი ჯგუფელი მსახიობები, მარჯანიშვილის თეატრში ერთად მივედით და მალევე წამოვედით, იმიტომ, რომ მსახიობებსაც თავისუფლად