გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

“ცხრაწყარო” - ერთი ექსპონატის ინსტალაცია

ჯგუფი ”სეკატორი” წარმოგიდგენთ

რაჭაში, ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექციაში, რომელიც მდიდარია არქეოლოგიური თუ ეთნოგრაფიული მასალითა და აგრეთვე სოც-არტის კოლექციით, ერთი  მნიშვნელოვანი  ტილო - ”ცხაწყარო” ინახება, რომელსაც მხოლოდ ხელოვნებათმცოდნეთა ვიწრო წრე თუ იცნობს.  “ცხრაწყარო” XX საუკუნის 30-იან წლებშია შექმნილი მემარცხენე ფუტურისტების - H2SO4-ის ჯგუფის წევრის, დადაისტი მხატვრის - ბენო გორდეზიანის მიერ.

ჩვენ დავშალეთ ეს  ჯადოსნური პეიზაჟი ფერებად, შრეებად და ბგერებად, რომლის იმპულსიც მისმა თავდაპირველმა შესრულების კუბისტურმა მანერამ მოგვცა და აუდიო-ვიზუალური ინსტალაცია შევქმენით, რომელიც ორიგინალის გვერდით, მუზეუმის მუდმივმომქმედ კოლექციაში დაიდებს ბინას.

ვიდეო ინსტალაციაზე არტისტები რაჭაში, ადგილზე მუშაობდნენ. კონცეფციით ის მთლიანად ეხმიანება ადრეული კუბისტური მოძრაობის არსს, რომელიც პირველი მსოფლიო ომის სამყაროს შლიდა და ანგრევდა. ასი წლის შემდეგ, კაცობრიობა იგივე საფრთხის წინაშე  დგას. დედამიწის ჯადოსნური პეიზაჟი შეიძლება კვლავ დაიშალოს უსახურ ფრაგმენტებად.

ამასთანავე დღეს-დღეობით რეგიონალური მუზეუმები განახლებას, (რებრენდინგს) მოითხოვს). ცნობილია, რომ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი რაჭის მიწისძვრის შემდეგ ავარიულ შენობაში იმყოფება. ამ ორი წლის წინ, კი თიბისი ბანკის ინიციატივით მისთვის ახალი შენობის მშენებლობის პერსპექტივა გაჩნდა.  ბუნებრივია მუზეუმის საკმაოდ მდიდრული კოლექცია  მალე ახალ საგამოფენო სივრცესა და საცავებში გადავა. 

რეგიონალური მუზეუმები საერთოდ მოწყვეტილი არიან თანამედროვე ხელოვნებას. მათ კოლექციებში ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური მასალისა და  ძირითადად საბჭოთა ვიზუალური ხელოვნების გარდა, არ ფიგურირებს თანამედროვე ხელოვნების, ახალ მედიებში შესრულებული ნამუშევრები. ”ცხრაწყარო”-ს აუდიო-ვიზუალური ინსტალაცია, როგორც თანამედროვე ნამუშევარი პირველია ამ სივრცეში.

ვიდეო: თათია სხირტლაძე

საუნდი: დიმა დადიანი

პროექტის ავტორი და კურატორი: თეონა ჯაფარიძე

რაჭა. ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. 26.08.2016

 

პროექტი განხორციელდათიბისიბანკისა და საქარველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა