ვაკანსია - მარკეტინგის და გაყიდვების მენეჯერი
ინდიგო ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანს კომუნიკაციის ძალიან კარგი უნარითა და მაღალი მოტივაციით, რომელიც ჩაერთვება ორგანიზაციის მარკეტინგული და კომერციული პროექტების შექმნასა და მართვაში.
მოვალეობები:
- Მარკეტინგისა და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება
- Მარკეტინგული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება
- კომერციული პროექტების დაგეგმვა და მართვა
- პოტენციური სპონსორების მოძიება და ორმხრივი კომუნიკაცია
- ახალი კოლაბორაციების ძიება
- პროექტში ჩართულ ყველა მხარესთან კოორდინაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მარკეტინგის, გაყიდვების ან კომუნიკაციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
- პროექტების მართვის გამოცდილება
- კომერციულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება
სამუშაო გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: იაკობ გოგებაშვილის ქ. 38, თბილისი
ხელფასი: ხელფასი 1000-1500 ლარი (გამოცდილების შესაბამისად) + % პროექტებიდან
დაინტერესებულ პირებმა ელ ფოსტაზე hr@indigo.com.ge 3 ივლისის 18:00 საათამდე გამოგზავნეთ თქვენი CV. წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანიის შესახებ
“ინდიგო” მედიაა, რომელიც ქმნის სხვადასხვა პროდუქტებს და გამოსცემს წიგნებს. ინდიგოს მთავარი ბრენდი ამავე სახელწოდების ჟურნალი და ონლაინ გამოცემაა indigo.com.ge. ბეჭდური და ონლაინ შინაარსი ერთი მთლიანობაა, სადაც ავტორები მრავალ ფორმატში ქმნიან ამბებს, აკვირდებიან და აღწერენ მოვლენებს და გვაცნობენ ადამიანებს. ინდიგო სხვადასხვა სერვისს სთავაზობს დამკვეთებს - ვიდეო პროდაქშენი, native advertising, ბეჭდური პროდუქციის შინაარსის შექმნა და დიზაინი.