გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ვაკანსია - ინდიგოს ვებრედაქტორი

ინდიგო ახალ რედაქტორს ეძებს ვებსაიტისთვის indigo.com.ge. ვებრედაქტორი იმ გუნდს ხელმძღვანელობს, რომელიც ინდიგოს ონლაინ შინაარსს ქმნის, ახალ იდეებსა და თხრობის ფორმებს ეძებს. 

მოვალეობები:

  • ვებსაიტის ავტორთა გუნდის მართვა
  • იდეის დამუშავება, დაგეგმვა, სხვადასხვა ფორმატის ნამუშევრების რედაქტირება და გამოქვეყნება 
  • კონტენტის დისტრიბუციის ახალი გზების და ფორმების ძიება
  • ვებსაიტის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და  განხორციელება
  • ყველა პროდუქტის ხარისხის კონტროლი

მოთხოვნები:

  • ონლაინ მედიის თანამედროვე ტენდენციების ცოდნა
  • ვიდეო კონტენტზე მუშაობის გამოცდილება
  • ამბების შემჩნევის უნარი
  • ინოვაციური მედიაპროდუქტების შექმნის სურვილი
  • გუნდის ხელმძღვანელობის და სამუშაოს გადანაწილების უნარი
  • ინდიგოს სტილის შეგრძნება და აუდიტორიის ანალიზი

განაკვეთი: სრული

პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა 2021 წლის 25 სექტემბრამდე გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამრთზე hr@indigo.com.ge მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

***

“ინდიგო” გამომცემლობაა, რომელიც ქმნის სხვადასხვა ფორმატის მედია პროდუქტებს და გამოსცემს წიგნებს. ინდიგოს მთავარი ბრენდი ამავე სახელწოდების ჟურნალი და ონლაინ გამოცემაა indigo.com.ge. ორივე პლატფორმა აგროვებს ტექსტურ და ვიზუალურ ამბებს, ამთლიანებს სხვადასხვა პერსპექტივას, წარმოადგენს ღრმა, ორიგინალურ, განსხვავებულ ხედვებს და თხრობის თანამედროვე, დახვეწილ, სხარტ და ხარისხიან სტილს ამკვიდრებს. ეს არის სივრცე, სადაც ავტორები მრავალ ფორმატში ყვებიან ამბებს, აკვირდებიან, აღწერენ მოვლენებს და გვაცნობენ ადამიანებს. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა