
ვაკანსია - კომერციული პროექტების მენეჯერი
ინდიგო ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანს კომერციული ალღოთი და მაღალი მოტივაციით, რომელიც უხელმძღვანელებს ორგანიზაციის კომერციულ მიმართულებას - ჩაერთვება პროექტების შექმნასა და მართვაში.
მოვალეობები:
- კომერციული მიმართულების გუნდის მართვა
- კომერციული პროექტების დაგეგმვა და მართვა
- Მარკეტინგისა და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება
- Მარკეტინგული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება
- პოტენციურ პარტნიორებთან და სპონსორებთან კომუნიკაცია
- ახალი კოლაბორაციების მოძიება
- პროექტში ჩართულ ყველა მხარესთან კოორდინაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომერციულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება
- მარკეტინგის, გაყიდვების ან კომუნიკაციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
- პროექტების მართვის გამოცდილება
სამუშაო გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: იაკობ გოგებაშვილის ქ. 38, თბილისი
ხელფასი: გამოცდილების შესაბამისად + % პროექტებიდან
დაინტერესებულ პირებმა ელ ფოსტაზე hr@indigo.com.ge 25 სექტემბრის 18:00 საათამდე გამოგზავნეთ თქვენი CV. წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანიის შესახებ
“ინდიგო” მედიაა, რომელიც ქმნის სხვადასხვა პროდუქტებს და გამოსცემს წიგნებს. ინდიგოს მთავარი ბრენდი ამავე სახელწოდების ბეჭდური და ონლაინ გამოცემებია: ინდიგო / indigo.com.ge. ბეჭდური და ონლაინ შინაარსი ერთი მთლიანობაა, სადაც ავტორები მრავალ ფორმატში ქმნიან ამბებს, აკვირდებიან და აღწერენ პროცესებს, მოვლენებს და გვაცნობენ იდეებსა და ადამიანებს. ინდიგო განსხვავებულ სერვისს სთავაზობს დამკვეთებს - ვიდეო წარმოება, native advertising, ბეჭდური პროდუქციის შინაარსის შექმნა და დიზაინი.