გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ვაკანსია - კომერციული პროექტების მენეჯერი

ინდიგო ეძებს პროექტების მენეჯერს, რომელიც გაუძღვება გამომცელობისა და ჟურნალის კომერციულ პროექტებს, პარტნიორებთან კომუნიკაციას, სპონსორებთან ფიჩინგს და ზედამხედველობას გაუწევს იდეის განხორციელების პროცესს დასაწყისიდან, პროექტის საბოლოო სახით ჩაბარებამდე. 

პასუხისმგებლობები:

  • კომერციული ხედვისა და სტრატეგიის განსაზღვრა 
  • პროექტების კონცეპტუალური დამუშავება პარტნიორის საჭიროებების შესაბამისად 
  • პოტენციური სპონსორების მოძიება და ორმხრივი კომუნიკაცია
  • პროექტების დაგეგმვა და მართვა
  • პროექტში ჩართულ ყველა მხარესთან კოორდინირებული მუშაობით შედეგზე ორიენტირებული გარემოს შექმნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პროექტების მართვის გამოცდილება
  • მარკეტინგის, გაყიდვების ან კომუნიკაციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
  • მედიაპროდუქტების შექმნისა და განხორციელების გამოცდილება
  • კომერციულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება
  • კარგი პირადი ქსელი ბიზნესის და მარკეტინგის პროფესიონალებს შორის
  • ორგანიზებულობა და ჯანსაღი კომუნიკაციის უნარი

სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი

ხელფასი: პირველი ეტაპი: % გაყიდვებიდან.

მეორე ეტაპი: ხელფასს + % გაყიდვებიდან

დაინტერესებულ პირებმა ელ ფოსტაზე hr@indigo.com.ge   23 ივნისის 18:00 საათამდე გამოგზავნეთ თქვენი CV. წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა