ვახ, სოფელო | ელისაბედ ჯინჭარაძე
ფოტოების ისტორია იწყება ბაბუაჩემით. ამ წლის 27 აგვისტოს გავიგე, რისი მეშინია თურმე ყველაზე მეტად და მივხვდი, რა არის ჩემთვის ყველაზე დიდი ტკივილი.
სამუდამო განშორება და მოგონებებით ცხოვრება ძალიან რთულია, მაგრამ გავიაზრე, რომ ნამსხვრევებად მიმოფანტული მოგონებების შეგროვება უნდა დამეწყო და ფოტოებად მექცია. დავიწყე ძალიან ბევრი ფოტოს გადაღება ბაბუაჩემის ჩემთან ყველაზე კარგად დამაკავშირებელი ადგილებისთვის. შევქმენი ცალკე ალბომი, რომელიც მივუძღვენი ჩემს ბაბუას, ვასასის, რომელიც, ჩემი ძმის თქმით, ტყეში გავრდნილი ფირალის რეინკარნაცია იყო.
ახლა რომ შემეძლოს მასთან დალაპარაკება და მისი ისე გაშვება იმიერში, ვეტყოდი,
ჩვენთან სოფელში, თავის გაკეთებულ ფანჩატურში, მზის სხივად მოსულიყო.
ველოდები, რომ ჩემი გადაღებული ფოტოები დავათვალიერებინო.
ავტორი: ელისაბედ ჯინჭარაძე