თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება
4-5 და 6 ნოემბერს საგამოფენო ცენტრი ექსპოჯორჯია ყველაზე დიდ ლიტერატურულ ფესტივალს, წიგნების ყველაზე მასშტაბურ ბაზრობას უმასპინძლებს. ფესტივალის სტუმარს ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს 40-ზე მეტ ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამომცემლობასა და წიგნის მაღაზიას, შეხვდეს ახალ ავტორებს და, რაც მთავარია, ფასდაკლებით შეიძინოს წიგნები.
სამი დღის განმავლობაში დამთვარიელებელს ასევე შეეძლება პრეზენტაციებზე დასწრება, ადგილზე წიგნის ავტორებთან და გამომცემლებთან შეხვედრა, სხვადასხვა საგანმანათლებლო, კულტურულ თუ გასართობ ღონისძიებაში ჩართვა – ღია კაფე და თბილი სასმელები სტუმრებს წიგნებზე სასაუბროდ სასიამოვნო გარემოს ჰპირდება.
მონაწილე გამომცემლობებს შორის იქნება ინდიგოს გამომცემლობაც, ადგილზე შეგეძლებათ მხატვარ და ფოტოგრაფ ლადო ფოჩხუას ახალი წიგნის "უცნაური დროის დღიური" შეძენა.