ევგენია ბელორუსეცი
საქართველოში ბევრი ფიქრობს, რომ დონბასი მხოლოდ პრორუსი სეპარატისტებით დასახლებული ტერიტორიაა; ადგილი, სადაც შეგიძლია ხოცო. შენ იქ სხვა ადამიანებიც იპოვე, ვინ არიან ისინი, რას საქმიანობენ?
დონბასი არ არის ერთგვაროვანი ტერიტორია. ახლა კი იქცა მითოლოგიურ სივრცედ, რომელსაც შეიძლება ნებისმიერი პოლიტიკური იდენტობა მიეწეროს, მაგრამ ვერავინ გაიგო და არც ინტერესდება იმით, სად იწყება და მთავრდება დონბასი. სინამდვილეში სეპარატისტულ პრორუსულ ფორმირებებს ოკუპირებული აქვთ დონბასის მხოლოდ 30 პროცენტი. დანარჩენი, პირობითად, აღმოსავლეთი უკრაინა კი ფრონტისპირა ზონის, ანდა კრიზისში მყოფი სამრეწველო რეგიონის ცხოვრებით ცხოვრობს.
შენ შექმენი მაღაროელების ფოტოპორტრეტები, რითი არიან ეს ადამიანები საინტერესონი, სახელდობრ, ომის დროს?
აღმოსავლეთ უკრაინის მაღაროები აგრძელებდნენ მუშაობას ომის დროს, სროლების ქვეშ, სეპარატისტების ბანდიტური ფორმირებების მიერ ქალაქების ოკუპაციის პირობებში. საერთოდ, უკანასკნელი წლის განმავლობაში, აღმოსავლეთ უკრაინის მაღაროები არ