"ზამთარი გადატანილია" - გურამ წიბახაშვილი
24.04.2019
რა დაგვრჩა 1990-იანი წლებიდან? რა შეიცვალა 25 წლის შემდეგ? შეიცვალა თუ არა რამე, ან უბრალოდ, „ზამთარი გადატანილია?“
წიგნი გურამ წიბახაშვილის 250 მდე ფოტოს, მის ისტორიებს და ანა კორძაია-სამადაშვილის ესეებს აერთიანებს და გამომცემლობა „ინდიგოსთან“ თანამშრომლობით შეიქმნა.
გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები საქართველოს ისტორიის იმ გარდამტეხ მონაკვეთს ასახავს, რომელშიც, ერთი მხრივ, ახალდაბადებული სახელმწიფო ომს, შიმშილს და სიცივეს ებრძვის, მეორე მხრივ, კი საბჭოთა კავშირს თავდაღწეულ ქვეყანაში თანამედროვე ხელოვნება მოულოდნელად იწყებს აყვავებას.