10 თბილისური სახლი Airbnb-ზე და მათი მასპინძლები
19.04.2016ეს იაფი და მოხერხებული თბილისური ბინები ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საიტ Airbnb-ზეა განთავსებული, რომელიც საკუთარ მომხმარებელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2 მილიონამდე სახლს, ბინასა და ოთახს სთავზობს 192 ქვეყანასა და 57 ათას ქალაქში.
- მდებარეობა: კოჯრის ქუჩა
- ფასი: 60$
- Host: თეა მაქაცარია
ამ ნათელი ოთახებისა და ორიგინალური ინტერიერის დიზაინი თეას შექმნილია, ნივთები და ავეჯი კი ხელნაკეთი. ფანჯრებიდან თბილისის ხედი იშლება. ბოტანიკური ბაღი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო შესანიშნავი ადგილია ტურისტებისთვის.
- მდებარეობა: იერუსალიმის ქუჩა
- ფასი:40-60$
- Host:გიორგი გოგოლაძე
- FB Page: Cuckoo's Nest in old Tbilisi
ქალაქის ძველ უბანში, ყველა ღირსშესანიშნაობის შუაგულში შეამჩნევთ პატარა, მყუდრო აივანს, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება, თუმცა სადა, დახვეწილი დიზაინი Cuckoo's Nest-ს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. გიორგის უყვარს სტუმრებთან ახლო, მეგობრული ურთიერთობა და მათთან ერთად საღამოობით ბარებში გართობა.
- მდებარეობა: ინგოროყვას ქუჩა
- ფასი: 65-100$
- Host: რობერტი (ბობო)
- FB Page: Smoking Dog's Apartment
სახლში შესვლისთანავე თვალში მოგხვდებათ უამრავი დეტალი და ხელნაკეთი ნივთი, რომლებიც ინტერიერს საინტერსოს და ორიგინალურს ხდის. ამის გამო, Smoking Dog's Apartment-ში რეკლამაც ბევრჯერ გადაუღიათ. ბინის დიზაინის ავტორები რობერტი და მისი მეუღლეა. ეს პატარა და მყუდრო სახლი იდეალურია კარგი განწყობის შესაქმნელად.
- მდებარეობა: ლეონიძის ქუჩა
- ფასი: 15ლარი( დორმი) 50 ლარი (ფრაივითი)
- Host: გუგა მაცხონაშვილი, ლაშა შანიძე
- FB Page: Leviathan Hostel
200 წლის შენობა, ძველებური სადარბაზო, ვინტაჟური გარემო და ხელმისაწვდომი ფასები - აი, რის გამო ირჩევენ ტურისტები ასე ხშირად Leviathan Hostel-ს. აქ ადრე ცნობილი ხელოვანი ნატალია ბურმისტროვა ცხოვრობდა, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ბიჭებმა კი მაინც მოახერხეს მისი რამდენიმე ნივთის შენარჩუნება, რომლებიც განსაკუთრებულობას მატებს ამ სახლს.
- მდებარეობა: ნარიყალას აღმართი
- ფასი: 70$-დან
- Host: ვახო ნიკურაძე
სახლი განსაკუთრებულ ისტორიულ უბანში, ნარიყალას აღმართზე მდებარეობს, თუმცა ამის მიუხედავად ბინა მყუდრო და წყნარია. ვახომ ეს სახლი სპეციალურად ტურისტებისთვის მოაწყო და ამიტომაც დიზაინი ქართულ სტილშია გადაწყვეტილი. თუ გინდა კარგად გაეცნო ქართულ ტრადიციებსა და ცხოვრების სტილს ეს ადგილი სწორედ რომ იდეალურია.
- მდებარეობა:რუსთაველის გამზირი
- ფასი:50$
- Host:ქეთი შაშიაშვილი
სტუდიოს ტიპის პატარა, მყუდრო და კომფორტული ბინა ქალაქის მთავარ გამზირზე მდებარეობს. ქეთი დიდხანს აგროვებდა ნივთებს სახლის მოსართავად და მოახერხა კიდეც, თუმცა, ინტერიერიერზე მეტად ტურისტების ყურადღებას ის იტალიური ეზო იქცევს, რომელსაც სახლის ფანჯრები გადაჰყურებს.
- მდებარეობა: მარჯანიშვილის ქუჩა
- ფასი: 85$
- Host: ირინა
ბინის პროექტიცა და დიზაინიც ირინას შექმნილია:დეტალები - დახვეწილი და გემოვნებიანი, ფერები - კარგად შეხამებული. ულამაზესად მოწყობილი ვერანდა, იტალიური ეზო და მეგობრული გარემო არამარტო ტურსტების, არამედ თბილისელებისა და ირინას მეზობლების საყვარელი შეკრების ადგილია.
- მდებარეობა: ქიქოძის ქუჩა
- ფასი: 44$-დან
- Host: ლევანი
ეს პატარა და მყუდრო ბინა სავსეა კოსმოსის სურათებითა და სხვადასხვა საინტერესო ნივთებით. სახლში უამრავი ჭრელი ფლაერია სპეციალურად სტუმრებისთვის, რომ უკეთ გაერკვნენ თუ სად შეიძლება თბილისში გართობა. უკვე ერთი წელია ლევანი ტურისტებს უთმობს საკუთარ ბინას და ბევრი მეგობარიც შეიძინა.
- მდებარეობა: ზანდუკელის ქუჩა
- ფასი: 60-დან 120 $-მდე
- Host: გიორგი
ზანდუკელზე მდებარე ორსართულიანი ბინა დიდიცაა და ამავე დროს მყუდროც. მეორე სართულზე დიდი ვერანდაა, რომელიც ტურისტების შეკრების საყვარელი ადგილია.
- მდებარეობა: ლვოვის ქუჩა
- ფასი: 25 ლარიდან
- Host: გიორგი და თათა
- FB Page: Level Hostel Tbilisi
განსაკუთრებული ოჯახური გარემოა ლვოვის ქუჩაზე. ჰოსტელს პატარ-პატარა ლამაზი დეტალები ამშვენებს. ყოველ საღამოს სტუმრები სასადილო ოთახში იკრიბებიან, ღვინოს წრუპავენ, ზოგჯერ გიტარაზეც უკრავენ და ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებენ. ამ ოჯახური გარემოს დამსახურებით სტუმრებს თათიასა და გიორგის Level Hostel Tbilisi-ზე ბლოგიც კი დუწერიათ.