გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
პროტესტი აუდიტორია 115

აუდიტორია #115

2011 წლის 15 მარტს, თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის მოქნეულმა მუშტმა მე და ჩემი მეგობრები მომენტალურად გაგვზარდა. მეორე კურსზე ვიყავით. ადმინისტრაციულ ჭაობსა და ბიუროკრატიის ხლართებზე გასაბრაზებლად საკმარისზე დიდი დრო იყო გასული, მაგრამ სტუდენტობა ჯერ კიდევ სწავლა და საღამოობით ლუდის სმა გვეგონა. თუკი რამეა დღეს ჩემში პოლიტიკური, სწორედ ამ მუშტის დამსახურებაა. ჩვენ მერე, კიდევ ბევრს მოხვდა ალიყური "ცოდნის ტაძრის" თეთრ კედლებში. ხოლო ის, ვინც ამ მუშტებს ჯერ მიმართულებას აძლევდა, შემდეგ კი ცინიკური ღიმილით გვიმტკიცებდა, რომ ვაზვიადებდით, ისტერიკაში ვიყავით და "ბაბა იაგების" ხელით ვიმართებოდით, ჯერაც უნივერსიტეტის თანამშრომელია ან დაწინაურდა და რომელიმე სამინისტროს, რომელიმე აბსურდული დეპარტამენტის, ქვედეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე გახდა (ძირითადად სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში). ზოგიერთმა თსუ-ის კანცლერობაც კი მოინდომა.

ვერაფერი იქნება იმაზე უფრო სიმბოლური, რომ მუშტების წვიმა მაშინ წიგნების მოთხოვნის გამო დაგვატყდა თავს.

გავბ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა