გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
მიტინგები გიორგი ღვინჯილია

მიტინგები | გიორგი ღვინჯილია

არსებობს რაღაც, რასაც ყველაზე პოპულარული ქართველი ფილოსოფოსი, მერაბ მამარდაშვილი საბჭოთა კავშირივით ემტერებოდა – მიტინგები. საქართველოში მასობრივი მობილიზაციის გარეშე ჯერ არც ერთი რეჟიმი არ შეცვლილა: 9 აპრილმა საბოლოოდ მოშალა საქართველოს კომუნისტური პარტია; 2003 წელს დასავლეთ საქართველოდან რუსთაველის გამზირისკენ მომავალმა კოლონამ შევარდნაძის რეჟიმის დასრულება გვამცნო; 2012 წელს ხელისუფლების არჩევნებით ცვლილებას „ქართული ოცნების“ უზარმაზარი აქცია უძღოდა წინ, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალაუფლების დათმობა აიძულა.

მერაბ მამარდაშვილის აღელვებულ ხალხის მასაში წარმოდგენა მართლაც რთული საქმეა. „მიტინგს აქვს საკუთარი დრო, რომელიც არ არის აზროვნების დრო.

მიტინგი არსებობს იმისთვის, რომ ადამიანმა გააკეთოს რაღაცა, რასაც ვერასდროს გაიფიქრებდა, ვერ გააკეთებდა მარტო.

როცა ადამიანი მარტოა, მასში მოქმედებს ზნეობისა და აზროვნების ინდივიდუალური პიროვნული საწყისები. სხვასთან ერთად ყოფნა კი შესაძლებლობას მაძლევს გავაკეთო ის, რის ნებასაც ჩემი პირადი სი

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

გამოწერა
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა