რუსთაველის 8 ნომერი | ქეთი სართანია
სპირალი
1
2013 ან 2014 წელს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე მოვხვდი. ან შრომითი უფლებების დარღვევას ვაპროტესტებდით, ან პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას, ზუსტად არ მახსოვს. სამუშაო საათები რომ დასრულდა, ცოტა ხალხი კიდევ შემოგვემატა. უკვე ვიშლებოდით, როცა ვიღაცამ წამოიძახა, ეს შენობა ცარიელია, მოდი, კანცელარიასთან ავიდეთ, მთავრობის ადმინისტრაციაში ვინმე მაინც იქნებაო. მერე მეორე შეძახილი გაისმა, შაბათია, იქაც არავინ იქნება, ჯობს აქ დავრჩეთ, მაინც სიმბოლური ადგილიაო.
საპროტესტო დემონსტრაციებში გამობრძმედილმა თბილისელმა იცის, რომ აქციის დრო ქალაქში სამუშაო დღის დასრულების შემდეგ იწყება, საღამოს შვიდიდან ათ საათამდე; ზაფხულში უფრო გვიანობამდეც გრძელდება; წვიმიან ამინდში ხალხის შეკრება რთულია; იანვარში, თებერვალში, მარტსა და აგვისტოში კი – შეუძლებელი.
პროტესტმა იცის გადაღლაც.
ხანდახან ერთსა და იმავე საკითხზე რამდენიმე აქცია ერთდროულად ინიშნება. ორგანიზატო
ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი