პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში | წინასიტყვაობა
რა აჩერებს პროტესტს და წინააღმდეგობას?
2018 წლის გამოცემის შემდეგ, რომელიც პროტესტის ბოლო ათი წლის გამოცდილებას უყრიდა თავს, ინდიგო წინააღმდეგობისა და პროტესტის ახლა უკვე ოცდაათწლიანი ისტორიის გასააზრებლად, ისევ უბრუნდება საკვანძო კითხვას: როდის იფანტება მუხტი? როდის ქრება, ან საერთოდ თუ ქრება პროცესი?
ვცდილობთ ისიც დავინახოთ, რა გამოცდილებაზე იდგა ახლად დაბადებულ ქვეყანაში აზვირთებული საპროტესტო მოძრაობები, რომელთაც განსაზღვრეს მომავალი წინააღმდეგობის ხასიათი, მათი გეზი და სიმძლავრე.
ამიტომ, თხრობას საბჭოთა საქართველოდან ვიწყებთ.
საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას ორად ორი მასობრივი გამოსვლა ახსოვს. ერთი – 1956 წელს, როცა სტალინის კულტის დამხობის მოწინააღმდეგეები რუსულმა ჯარმა დაარბია, მეორე კი 1978 წელს, როცა ქართული ენის დამცველებმა საბჭოთა ხელისუფლებას გადაწყვეტილება შეაცვლევინეს.
გიორგი მაისურაძის ესსე ამ ორი პროტესტის თანადროული ანალიზია, რომელშიც ვკითხულობთ, თუ როგორ განაპირობებს ეს ორი ამბავი მომავალ წინააღმდ
ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი