გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

1905 წლამდე, თბილისის 10 ყველაზე საინტერესო რეკლამა ბიბლიოთეკის არქივიდან

ძველ პერიოდიკაში გაფანტული რეკლამები ხანდახან იმაზე მეტს ჰყვებიან ეპოქაზე, ადამიანებზე, მათ ყოველდღიურობაზე, ქვეყნის სოციალურ თუ ეკონომიკურ ყოფაზე, ვიდრე გრძელი და სიტყვაუხვი სტატიები.

ეს ათი რეკლამა 1900-იანი წლების თბილისური პრესიდანაა. რეკლამის თავისებური წინამორბედი - მშრალი, ჩარჩოში ჩასმული განცხადებები, იმ დროისათვის, უკვე სპეციალური დიზაინით შექმნილი რეკლამით იცვლება.

უფრო მიმზიდველი ხდება ტექსტებიც, კალოშების, ვირთაგვების წამლისა თუ ბალ-მასკარადის შესახებ, იხვეწება გამოსახულებაც.

ერთი სიტყვით, აქ თავმოყრილია ათი პროდუქტი, თუ სერვისი, რომელსაც ასი წლის წინანდელი ბიზნეს-ელიტა სთავაზობდა მომხმარებელს.   

#1
ინდოური მიშუნაი
ქიმიკოსის რის გუტმანისა: ნამდვილი გაწყვეტა ;ვირთაგვებისა, თაგვებისა და სხვა მათ გვართა"
ფასი 60კ.-1მ.50კ.
"ივერია", 1903

#2
ერთი ფინჯანი კაკაო ვან-ჰუტენისა
ყოველ ეჭვს გარეშე საუკეთესო მოსანელებელი საუზმე
"ცნობის ფურცელი", 1905>

 

#3
ფეხსაცმელი
ს.-პეტერბურგის სამექანიკო წარმოების ამხანაგობისა, აგრეთვე მსწრაფლ-მავლები და სანდალიები. ტყავის საქონელი სავაჭრო სახლის "ლეოპოლდ ნეიშელლერის" საწყობში.
ტელეფონი 346, ერევნის მოედანი
1904, "ცნობის ფურცელი"

 #4

დაზღვევა სიცოცხლისა, 
ე.ი. თანხებისა და შემოსავლისა ოჯახის, საკუთარის მოხუცებულობის, მზითევის, სტიპენდიების და სხვა უზრუნველყოფისთვის, ძლიერ კარგ პირობებით.
სათადარიგო და ძირითადი თანხები 49. 000. 000 მან-ზე მეტი. 

დაზღვევა უბედურ შემთხვევისაგანცეცხლისაგან და დაზღვევა ყოველგვარის ტრანსპორტისა.
დამზღვევი საზოგადოება "რუსეთი" "საქართველოს კალენდარი", 1904 

#5 
რუსეთ-ამერიკის რეზინის მანუფაქტურის, "ლეოპოლდ ნეიშელლერის" წარმოების, პარიზის გამოფენის Grand Prix მფლობელი კალოშები.
"ცნობის ფურცელი" 1905  

#6 
დიდძალი კაცის, ქალის და ბავშვის ტანისამოსი, ფორმის ტანისამოსი ყველა სასწავლებლის და სამოქალაქო დაწესებულებისა. განუწყვეტლივ მოგვდის ყველაფერი, რაც ახალია ბერლინისა, პარიზისა და მოსკოვის სავაჭრო სახლიდან - ახლად გახსნილ მაღაზია "ექსელანსში".
საქონლის ყიდვა შეუვაჭრებლად, "ექსელანსის" მაღაზიას სრული იმედი აქვს, რომ ტფილისის პატივცემული საზოგადოება პირადად მობრძანდება და გაიცნობს ყველაფერს. 
"ცნობის ფურცელი", 1905 

#7
აუარებელი რიცხვი სათვალეები, პენსნები, ლორენტები, დურბინდები, ცირკულები, ფარგლები, საზომავი არშიები, ტერმომეტრები სიცხე-სიცივის გამოსაკვლევად ადამიანისთვის, ჰაერისთვის, გრადუსნიკები სახლში და გარეთაც ჩამოსაკიდებელნი, არეომეტრები სხვა-და-სხვა ხარისხისა და ღირსებისა.
ჰორზინგის საოპტიკო საგნების მაღაზია. მაღაზია იმყოფება თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ქვაშვეთის ეკლესიის სახლში. 
"საქართველოს კალენდარი",1904 

#8 
ახალი საშუალება თმის გასაზრდელად და გასამაგრებლად, რომელიც აგრეთვე ქერტლსაც აქრობს. და კიდევ, ახალი საშუალება "კვერცხის რძე" სახის განსანაზებლად და გასათეთრებლად.
ფასი ყველასათვის ხელ მისაწვდენია: დიდი ჭიქა -2 მან., პატარა 1 მან. 50 კაპ. იყიდება ყველა საპარფიუმერიო და სააფთიაქო მაღაზიებში.
"ივერია", 1900

# 9

"ოდობრინი" მ.ვ. ლებედევისა
ეს წამალი სრულიად აქრობს რამდენსამე დღეში ძველს ბებერას და მეტ-ხორცს ძირიან-ფესვიანად. ეტიკეტი უნდა ჰქონდეს მთავრობისაგან დამტკიცებული.  
"ივერია", 1903  

#10 
ტფილისის "კრუჟოკის" დარბაზში იქნება გამართული ბალი. "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების" სასარგებლოდ. მანდილოსანთ შეუძლიანთ დაესწრონ ბალს გულ-ამოუჭრელი კაბებითაც. ბილეთის ფასი ორ-ორი მანათი. ბილეთები ისყიდება შავერდოვის სააგენტოში და "კრუჟოკის" შვერიცართან. 
"ივერია", 1886

 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პერიოდულ გამოცემათა სრული არქივის ნახვა შესაძლებელია ციფრულ ბიბლიოთეკა “ივერიელის” ვებგვერდზე: www.dspace.nplg.gov.ge

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა