57 წელი კოსმოსში
12.04.1961 – პირველი ადამიანი კოსმოსში
იური გაგარინი – ორბიტალური ფრენა დედამიწის გარშემო, ხანგრძლივობით 108 წთ.
(„ვოსტოკ"; სსრკ)
16.06.1963 – პირველი ქალი კოსმონავტი
ვალენტინა ტერეშკოვა („ვოსტოკ-6"; სსრკ)
3 დღე-ღამე კოსმოსში, 48 წრე დედამიწის გარშემო.
31.07.1964 – მთვარის პირველი ფოტო ახლო მანძილიდან
გზავნილი უპილოტო აპარატიდან „რეინჯერ-7" (აშშ), დილის 9:09 საათზე,
მთვარესთან შეჯახებამდე 17 წთ-ით ადრე.
18.03.1965 – პირველი გასვლა ღია კოსმოსში
ალექსეი ლეონოვი (კოსმოსური თანამგზავრი „ვოსხოდ-2"; სსრკ)
ხანგრძლივობა – 12 წუთი და 9 წამი.
16.07.1969 – პირველი დაჯდომა მთვარეზე „აპოლო-11"(აშშ)
ნილ არმსტრონგი, მაიკლ კოლინზი, ედვინ ოლდრინი ერთხელ – 2 საათით და 31 წუთით გავიდნენ მთვარის ზედაპირზე. პირველი ადამიანი, ვინც მთვარეზე ფეხი დადგა იყო ნილს არმსტრონგი.
06/29.06.1971 – პირველი ორბიტალური სადგური – „სალუტ-1" (სსრკ)
გეორგი დობროვოლსკი, ვლადისლავ ვოლკოვი და ვიქტორ პაცაევი
ეკიპაჟმა იმუშავა 23 დღე. დაიღუპა დაშვებისას, კაბინის ჰერმეტულობის დარღვევის გამო.
26.07-07.08.1971 – „აპოლო-15" (აშშ)
ეკიპაჟის წევრები – დევიდ სკოტი, ალფრედ უორდენი, ჯეიმს ირვინი, მთვარის ზედაპირის შესწავლისას პირველად იყენებენ ოთხბორბლიან, ორადგილიან, ელექტრომობილს. მაქსიმალური დაშორება მთვარის მოდულიდან – 5 კმ. გავლილი მანძილი – 27.8 კმ.
05.09.1977 – უპილოტო კოსმოსური ხომალდი „ვოიაჟერ 1" – სტარტი
საწყისი მისია – მზის სისტემის პერიფერიული პლანეტების შესწავლა.
ის ადამიანის მიერ შექმნილი ერთადერთი ობიექტია, რომელიც 2012 წელს მზის სისტემას გასცდა.
24.04.1990 – ხომალდმა „დისქავერიმ" კოსმოსური ტელესკოპი ჰაბლი დედამიწის გარშემო ორბიტაზე გაუშვა. ფაქტობრივად ესაა ავტომატური ობსერვატორია. კოსმოსში ატმოსფეროს არარსებობის გამო დედამიწაზე განლაგებულ ანალოგიურ ტელეკოპებთან შედარებით ის 7-10 ჯერ უკეთეს გამოსახულებას იძლევა. ჰაბლიდან ყოველთვიურად გამოგზავნილი ინფორმაციის მოცულობა 50 გიგაბაიტია.
06.02.2018 – Falcon Heavy-ს კოსმოსში გაშვებით ილონ მასკმა რაკეტების გაშვების ფასი რამდენიმე ასეული მილიონით გააიაფა – რაკეტის საფეხურების დედამიწაზე დაბრუნება შეძლო და მათი გამოყენება მრავალჯერადი გახადა. Falcon Heavy ყველზე დიდი რაკეტაა, რომელსაც ორბიტაზე 70 ტონა ტვირთის გატანა შეუძლია.